მთავარისაქართველოერთი წელი ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებიდან

ერთი წელი ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებიდან

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“ – ამ სიტყვებით ამცნო ქართველ ხალხს პრმეიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკვშირთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერება 2028 წლამდე. ამ განცხადებიდან მალევე, თბილისის ქუჩებში ასობით მოქალაქე გამოვიდა, მოგვიანებით საქართველოს პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაიწყო.

რუსთაველის გამზირზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და აქციის დაშლისთვის განკუთვნილი ტექნიკა მალევე გამოჩნდა. ვითარება მალევე დაიძაბა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა აქციის დაშლა პირველივე ღამეს დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ აირს და წიწაკის სპრესი იყენებდნენ. საპოლოციო დანაყოფები პირველი დღიდან უსწორდენოდნენ ფიზიკურად მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს. 28 ნოემბერის ღამეს პირდაპირ ჩართვის დროს სპეცრაზმელებმა უმძიმესი დაიზანებები მიაყენეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას. მას სხეულის მრავაალი დაზიანება ჰქონდა. ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი კი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჯერ დააკეს შემდეგ კი – სასტიკად სცემეს. ამ საქმეებზე ამ დრომდე არცერთი სამართალდამცველის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მომდევნო დღეებშიც დაშალეს. დემონსტრაციებისას მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს სამართალდამცვბელების გარდა დღემდე დაუდგენელი, ნიღბიანი პირები ესხმოდნენ თავს. სწორედ სამოქალაქო სამოსში ჩაცმულმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირები გაუსწორდნენ სასტიკად „ტვ პირველის“ გადამრღებ ჟგუფს – მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში. გამოძიებას მათი ვინაობა დღემდე არ დაუდგენია.

გამოქვეყნდა ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების მწვავე ანგარიშები, სადაც სამართალდამცველები მხრიდან ძალის გადამეტების ასობით საქმეა აღწერილი.

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მინდინარეობდა მრავალათასიანი აქციების დაშლა რუსთაველის გამზირზე. მთელი ეს პერიოდი დემონსტრანტები მასობრივად იყენებდნენ პიროტექნიკას, რის შედეგადაც დაშავდნენ სამართალდამცველები. ერთმა მათგანმა კი სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მიიღო. დაზიანდა საკანონმდებლო ორგანოს შენობა.

„ქართულმა ოცნებამ“ მალევე, დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს დემონსტრაციებზე პიროტექნიკის, ლაზერების, მაღალი ინტენსივობის ფანრების გამოყენება, ასევე სახის დაფარვა აეკრძალათ. უფლებადამცველებმა ახალი კანონები რეპრესიულად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვერ ხერხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ვერაინირ საიდენტიფიკაციო ნიშნის პოვნა, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოსაძიებლად.

ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება და თბილისში განვითარებული მოვლენები მალევე აღმოჩნდა მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების განხილვის თემა. 2024 წლის 30 ნოემბერს საქართველოს მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულად შეფასებული ქმედებების გამო, ვაშინგტონმა თბილისთან 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, თბილისის ქუჩებში მასობრივად დაიწყო საპროტესტო მარშების ორგანიზება. მსველობებს მართავდნენ სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები.

28 დეკემბერს დემონსტრანტებმა თბილისის ქუჩებში მრავალათასიანი ცოცხალი ჯაჭვიც გააბეს. მოქალქეები რამნდენიმე კილომეტრი მანძილზე ხელჩაჭიდებულები დადგნენ მდინარე მტკვრის გასწვრივ ხიდებსა და ქუჩებზე. 31 დეკემნრის ღამეს კი 2025 წლის დადგომას მომიტიგნეები რუსთაველის გამზირზე შეხვდენ.

ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება დაგმეს საჯარო მოხელეებმა, რომელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სახელმწიფო უწყებები დატოვა. თანამდებობების დატოვებით, პროტესტს შეუერთდა უცხო სახელმწიფოებში მოქმედ დიპლომატთა ნაწილიც. ასობით საჯარო მოხელემ კი ღია განცხადებაზე მოაწერა ხელი, სადაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მმართველმა პარტიამ დაჩქარებული წესით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი გამარტივდა.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს სიტყვიერი გაფრთხილებების გარდა, სანქციებიც მოჰყვა. დასანქცირებულთა სიაში მოხვდნენ მაღალჩინოსნები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებიდან და ძალოვანი სტრუქტურებიდან. მაგნიცკის სიაში მოხვდა შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

უკვე 2025 წლის 19 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკვეს ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, სტიკერი გაკვირსთვის. ის იმავე ღამეს გაათავისუფლეს, თუმცა სწორედ გათავისუფლებისას, ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დააკვაეს. ის ამ დრომდე პატიმრობაშია.

ამ დრომდე პატიმრობაში არიან ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე სისხლის სამარტლის წესით დაკავებული დემონსტრანტები ,რომელთა უფლებდამცველებიც მათ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

პროტესტის პარალელურად, გაიმართა გამაფრთხილებელი გაფიცვაც, რომელსაც 3 000-ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმე თუ ბიზნესი შეუერთდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლის თნახმადაც შეიცვალა საპრტოესტო დემონსტრაციებისთვის კანონით დადგენილი წესების დარღვევგისთვის სასჯელის ზომა. რიგ შემთხვევებში ეს ამ წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი, რაც პატიმრობას ითვალისწინებს. გაიზარდა ჯარიმებიც – 500-დან 5000 ლარამდე.

ასევე, გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ, სამარტალდამცველების მირ ჩადენილი დანაშაულები და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები უნდა გამოეძიებინა. ამ შემთხვევევბზე ათობით ჟურნალისტსა და დმეონსტრანტს ოფიცლაურად აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

მოქალაქეების ნაწილი კვლავ იკრიბება საქართველოს პარლამენტთან უცლველი მოთხოვნით – დაუყოვნებლივ დაუბრუნდე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend