თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მონუმენტური არქეოლოგიური ძეგლები ცოცხალ ადგილობრივ ტრადიციებს ერწყმის. ეს რეგიონი, რომელიც გადაჭიმულია მთა ნემრუთ-დაღიდან მდინარე ევფრატამდე, ხელისუფალთა აღზევებისა და დაცემის, მრწამსის ცვლილებისა და ადამიანის შემგუებლური ბუნების ამბავს მოგვითხრობს.
თურქეთის ადიამიანის პროვინციაში ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე მთა ნემრუთ-დაღის წვეროზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში აგებული უძველესი სამარხები და კოლოსალური ქვის ქანდაკებები დგას, რომლებიც კომაგენეს მეფე ანტიოქე პირველმა 2000 წელზე დიდი ხნის წინ მიუძღვნა ღმერთებსა და წინაპრებს, როგორც შესაწირი. მეფე ანტიოქეს უნდოდა, რომ ნემრუთ-დაღის მთა სპარსული და ელინური კულტურების შერწყმის ძეგლად ქცეულიყო.
ნემრუთის მწვერვალებიდან სამხრეთით კი ისევ ძველებურად მიედინება მდინარე ევფრატი, მთელ ცივილიზაციას დაუდო დასაბამი: მდინარე ევფრატისკენ. დაახლოებით 40 წლის წინ 80-იან წლებში მდინარის ეს წელი სრულიად გარდაიქმნა ათათურქის კაშხლის აშენების შედეგად და უფრო გაფართოვდა სოფლის მეურნეობა და თევზჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სოფლის აყრა და სხვაგანა გადატანა გახდა საჭირო.
ამ მდინარის სანაპიროებზე ხალხი ბუნებასთან თანხმობაში ცხოვრობს. თევზაობენ, სოფლის მეურნეობას მისდევენ ან უბრალოდ ტკბებიან ამ თვალწარმტაცი ბუნებით.
ქვის კერპებით დაწყებული და მდინარის თავგადასავლებით დასრულებული ეს მიწა უბრალოდ გაჯადოებს. მთა ნემრუთ-დაღი და მდინარე ევფრატი უბრალოდ მშვენიერი ადგილები კი არ არის, რომლებიც სწრაფად უნდა მოინახულო, ისინი სამუდამოდ გატყვევებენ.
ავტორი: ჩინცია რიცი

