ბელგიაში ახალი ულტრა-მემარჯვენე პარტია შეიქმნა, სახელწოდებით “ტრამპი”. აშშ-ის პრეზიდენტის გვარის აკრონიმი ფრანგულიდან ასე იშიფრება: “გაერთიანება ერთიანი პოპულისტური მოძრაობისთვის”.
პარტიის დამფუძნებელია სალვატორე ნიკოტრა, ბელგიური ეროვნული ფრონტის ყოფილი თავმჯდომარე. მისი თქმით დონალდ ტრამპი პოპულიზმის უპირობო სიმბოლოა და სწორედ მისი სახელი განასახიერებს ყველაფერს, რაზეც ახალი პარტია დგას. დამფუძნებლის განმარტებით, ულტრა-მემარჯვენე პარტიას სოციალისტური მიმართლება ექნება.
ახალ ერთობაში მოხვდნენ არა მხოლოდ ბელგიის ეროვნული ფრონტის ყოფილი წარმომადგენლები, არამედ იმ ახლახან დაშლილი მემარჯვენე მოძრაობის წევრებიც,რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით “ჩვენთან”.
განსხვავებით ბელგიის ყველაზე მსხვილი ფლანდრიული ულტრა-მემარჯვენე პარტიისგან, პარტია “ტრამპი” სეპარატისტული იდეებით არ გმოირჩევა და ქვეყნის ერთობის მომხრეა.
ფრანკოფონიური პოპულისტური პარტია “ტრამპი” საქმიანობას ოფიციალუირად 30 ნოემრბიდან შეუდგენა. მათ გეგმაში 2029 წელს, ბელგიის საპარლამენტო არჩევნებსა და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაც შედის.
