თავდაცვის გასაძლიერებლად ევროპას 5 წელი აქვს. სწორედ ეს ვადა დათქვეს კონტინენტზე შესაძლო აგრესიისთვის მოსამზადებლად, რომელსაც რუსეთისგან ელიან.
ევროპის თავდაცვის მინისტრებმა უკვე დაამტკიცეს “2030 წლის თავდაცვის მზაობის საგზაო რუკა”, რომელიც 23 ოქტომბერს ბრიუსელში ლიდერების დონეზე განიხილება და რომელიც იმ დანაკლისის ამოვსებას ეხება, რომელიც ევროპის თავდაცვის ინდუსტრიაში ამჟამად არსებობს.
პირველ ეტაპზე ყურადღება მეტწილად აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ეხება, დრონებზე ფოკუსირება კი ახალი პრიორიტეტია, მას შემდეგ, რაც ევროპულ ქვეყნების ცაზე არაიდენტიფიცირებული საფრენი აპარატები მრავლად გამოჩნდა.
„ვფიქრობ, ეს საგზაო რუკა რევოლუციური გეგმაა, რათა გავამყაროთ ევროპის სტრატეგიული არქიტექტურა და ევროპის თავდაცვითი მზაობა. ეს პრაქტიკულად ევროპული თავდაცვითი გუმბათის მშენებლობაა – მშვიდობისთვის. თუ გსურს მშვიდობა, მოვემზადოთ თავდაცვისა და შეკავებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ კოორდინირებულად, მკაფიოდ და სწრაფად. გეგმის თანახმად ევროპელები 6.8 ტრილიონ ევროს ინვესტირებას გეგმავენ თავდაცვაში. გვსურს თავდაცვით მზაობას 2030 წლამდე მივაღწიოთ . რატომ? – პუტინს გეგმების გამო. ჩვენ უნდა შევაკავოთ აგრესია, თავიდან ავირიდოთ ომი, შევინარჩუნოთ მშვიდობა – სწორედ ამას ეხება ეს გეგმა. ახლა ჩვენ ვართ მიზნების 15%-ზე, შესაძბლებლოებების განხილვიდან უკვე მიწოდების დონეზე უნდა გადავინაცლოთ. ეს გულისხმობს კონტრაქტებს, წარმოებას, მოდერნიზებას, შესყიდვებს – ეს მეგა გეგმაა, რომელიც დაგვეხმარება მობილიზებაში. თავდაცვის ნაწილში ევროპა უნდა იყოს თვითკმარი, ეს კი ნიშნავს დამოუკიდებლობას – წარმოების, მოდერნიზებისა თუ ფინანსირების კუთხით. ეს პანევროპული თავდაცვითი გეგმაა. ამჯერად ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტურები… უკრაინა მზადაა დაგვეხმაროს მისი გამოცდილებით,ჩვენ ევროპის თავდაცვის გუმბათს ერთად ვაშენებთ”, – აღნიშნა თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა.
თავდაცვის მზაობის საგზაო რუკა 9 ძირითად მიმართლებას მოიცავს, ესენია: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, მხარდამჭერი ფაქტორები, სამხედრო მობილობა, საარტილერიო სისტემები, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფღტხოება, შეიარაღება, დრონები და დრონსაწინააღმდეგო სისტემები, სახმელეთო და საზღვაო ძალები.
მასშივეა გათვალისწინებული ძირითადი პროექტებიც, როგორებიცაა: “აღმოსავლეთ ფლანგის დარაჯი”, “ევროპული დრონების კედელი”, “ევროპული საჰაერო თუ კოსმოსური ფარი”.
დოკუმენტში თავის მხრივ გაწერილია ნედლეულის მიწოდების უზრუნველყოფა, სამხედრო მობილობის გაუმჯობესება, ღრმა ტექნოლოგიური კომპანიების დაკავშირება თავდაცვის სექტორთან, და უკრაინის ინდუსტრიის მხარდაჭერა ევროკავშირში ერთობლივი საწარმოების მეშვეობით.
„უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და ვიმოქმედოთ ერთად. უკვე გამოვყავით ის დანაკლისი, რაც ევროპული თავდაცვისუნარიანობის წინაშე არსებობს. ასეთია დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, კიბერ და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებები, შეიარაღება. ამის აღმოსაფხვრელად გავაკეთეთ 800 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის გეგმა, რომელიც ევროპის გადაიარაღებას მოემსახურება 2030 წლისთის. წევრი ქვეყნები 4 წლის წინ თავდაცვაზე 218 მილიარდ ევროს ხარჯავდნენ, წელს ამ რიცხვმა 392 მილიარდი შეადგინა – ის თითქმის გაორმაგდა. ჩვენი გზავნილი ნათელია, ევროპა მოქმედებს და ინვესტიციას დებს ტავდაცვაში,ის მზად იქნება თავდაცვისთვის”, – აღნიშნა ჰენა ვერკუნინმა, რომელიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტია ტექნოლოგიების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში.
ევროკომისრების განცხადებით, ეს პროექტები პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების აქტიურ ჩართულობას მოითხოვენ, თუმცა თავდაცვაზე დიდი ფინანსური რესურსის გამოყოფა თითოეული წევრის ვალდებულებაა – რადგან შესაძლო აგრესორის მხრიდან ერთზე დარტყმა, ყველაზე დარტყმად ფასდება.
ამ მიმართულებებით ევროკავშირისა და ნატოს მიზნები ერთია,თუმცა მიზნების მიღწევის გზებში ორივე ბლოკს საკუთარი ამოცანები აქვს – დუბლირების გარშე.
„თავდაცვის მზაობის საგზაო რუკა ემსახურება მშვიდობის შენარჩუნებას. მომდევნო 6 წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვისუნარიანობა ხელშესახებად უნდა გაძლიერდეს, რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა შეტევა მიიტანოს ევროკავშირზე დღეს, მაგრამ მას შეუძლია მოემზადოს ამისათვის მომდევნო წლებში. საფრთხე არსად გაქრება, უკრანიაში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი. ევროკავშირმა გამოჰყა 9 საკითხი, რომელზეც ვფოკუსირდებით – კონკრეტული მიზნებითა და ვადებით რაც განსაზღრავს ჩვენს მუშაობას. 2030 წლისთის კი ყველა პუნქტი უნდა იყოს შესრულებული – მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვუპასუხოთ გამოწვევებს,ამიტომაც გვსურს წევრებმა იმუშაონ ერთობლივად.
სამუშაო უკვე დაიწყო, მიმდინარე კვირას დრონების კოალიციამ შეხვედრა უკვე შედგა ნიდერლანდებისა და ლატვიის ჩართულობთ. დრონები უკვე განსაზღვრავენ ომის მიმდინარეობას, დრონების საწინააღმდეგი სისტემებზე ვმშაობთ და ეს ნატოსთან თანაშრომლობით ხდება – ყველა წევრმა უნდა ჩადოს ინვესტიცია დრონების საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურაში – ეს უკვე აღარაა სურვილზე დამოკიდებული, ეს საჭიროებაა – 2027 წლისთის ეს პროექტი ოპერაციული უნდა იყოს. რაც შეეხება “აღმოსავლეთ ევროპის დარაჯის” პროექტს, მასში ყველა საჭირო ფაქტორი იქნება გათვალისწინებული – სახმელეთო, საზღვაო, სასაზღვრო თუ საჰაერო თავდაცვის ხაზით,განსაკუთრებით კი ფოკუსი კეთდება დრონებზე. 2028 წლისთის იქნება მზა. ვიმსჯელეთ ასევე ერთობლივ შესყიდვებზე, რემლიც ამჟამად დაბალია, ამ მხრივ ამბიციას ვზრდით და უნდა გავზარდოთ აქტივობაც. უკრაინა ჯერ კიდევ ევროპის დაცვის პირველი ხაზია და სწორედ ამიტომაა ის ჩვენი საგზაო რუკის ნაწილი. მათთვის უსაფრთხოის გარანტიეის მიწოდება ნიშნავს უფრო ძიერ უკრაინის თავდცავასა და ჯარს. ამ მხრივვაგრძელებთ მუშაობას დრონების ალიანსის ფარგლებში. ფრონტის ხაზზე მათი გამოცდილება და ინოვაციები უდნა გამოვიყეთ ჩვენსავე სასარგებლოდ”, – აღნიშნა უმაღლესმა ევროკომისარმა საგარეო და უსაფღტხოების საკითხებში, კაია კალასმა.
თავდაცვის მზაობის 16 გვერდიანი საგზაო რუკა იმის ღია დეკლარირებაა,რომ ევროპა შესაძლო ომისთვის ემზადება, თავდაცვის გაძლიერებით კი აგრესორს აფრთხილებს, რომ მასზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება. გეგმაში გაწერილი უკრაინის მხარდაჭრა კი იმის დასტური, რომ ევროპა უკრაინას საკუთარი უსაფრტხოების ნაწილად განიხილავს.