კატეგორიები

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით ირანთან ომი ჯერ არ დასრულებულა და ისრაელი ხელახალი მასშტაბური შეტევისთვის მზადაა. ისრაელი თავდაცვის მინისტრმა განცხადება აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე გააკეთა.

მხარეებმა ურთიერთიერიშები მას შემდეგ განაახლეს, რაც ჰორმუზის სრუტესთან  ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ შტატების ძალებმა ირანის სამიზნეებზე მიიტანეს იერიშები. საპასუხოდ კი ირანმა  რეგიონის ქვეყნებს, ქუვეითს, ბაჰრეინსა და იორდანიას დაარტყა.

„არ უნდა გვეგონოს, რომ სამუშაო დასრულებულია, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. თუ ირანი ისრაელს დაესხმება თავს, ის საპასუხოდ მძიმე დარტყმას მიიღებს, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, ირანს დიდი ძალებით შეუტიონ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელი საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს ლიბანის წინააღმდეგაც. ისრაელის არმიამ 11 ივნისს დილით საჰაერო იერიში მიიტანა სამხრეთ ლიბანის ნაბატიეს რაიონზე. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა ადგილობრივ ლიბანელ მოსახლეობას დროებითი ევაკუაციისკენ მოუწოდეს, იერიშების შემდეგ კი მათ ისევ დართეს ნება,  სახლებში დაბრუნებულიყვნენ.  

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტვიროსში, ქრისტიანულ უბანის ევაკუაცია გამოაცხადეს და შეუტიეს „ჰეზბოლას“ ტერორისტებს, რომლებსაც იქ ჰქონდა თავშესაფარი.  რა თქმა უნდა, ახლა მცხოვრებლები თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. ჩვენ ვაგრძელებთ „ჰეზბოლას“ ტერორისტებზე თავდასხმას ყველგან ჩრდილოეთის თემებისა და ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით და კატეგორიულად ვგმობთ ირანის მუქარას“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ლიბანის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა 9 ივნისსაც, ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტის დაწყებიდან 100 დღის თავზე. შეტევებს 8 ადგილობრივის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ლიბანელი კი დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელის იერიში მხოლოდ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განადგურებისკენ იყო მიმართული.

ლიბანში ისრაელ-ჰეზბოლას მიმდინარე ონფლიქტის შედეგად, რომელიც 100 დღეზე მეტია გრძელდება, დაახლოებით 3500 ადამიანი დაიღუპა, 1,2 მილიონზე მეტი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია აშშ-ში გასამართ მოლაპარაკებებამდე ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე მორიგი იერიში მიიტანა