ვენეციის კომისია აქვეყნებს მოსაზრებას „ქართული ოცნების“ მიერ გაზაფხულის სესიის ფარგლებში, დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ვრცელ დოკუმენტში საუბარია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონზე, ასევე „გრანტების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში შეტანილ შესწორებებზე.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ საუბრისას, რომელსაც მმართველი პარტია „ქართულ FARA“-ს უწოდებს, ვენეციის კომისია წერს, რომ „სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობასა და სამართლებრივ გარკვევადობას“, ხოლო კანონის ფართო მასშტაბით შესაძლებელი ხდება მისი გამოყენება როგორც ცალკეული ინდივიდების, ისე ორგანიზაციების მიმართ:
„ვალდებულებები, რომლებიც დაკისრებულილა „უცხო ქვეყნის პრინციპალის აგენტებზე” მოიცავს დეტალურ რეგისტრაციას, ანგარიშების ხშირად ჩაბარების ვალდებულებას, აღრიცხვას და მასალების მონიშვნას. ასეთი ვალდებულებები მოიცავს ფართო და გაურკვეველ ფორმულირებებს და არის შემაწუხებელი და არაპროპორციულ ტვირთი, რაც კიდევ უფრო აფერხებს სამოქალაქო ჩართულობას.
FARA-ს დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. დანაშაულის აღწერის ფართოდ ჩამოყალიბებული დებულებები იძლევა არასრული ინტერპრეტაციის საშუალებას. ბუნდოვანი დებულებების, ფართო უფლებამოსილებებისა და არასაკმარისი დაცვის მექანიზმების კომბინაცია ქმნის თვითნებობის, შერჩევითი სამართლიანობისა და პოლიტიკურად ბოროტად გამოყენების რისკებს.“
შეფასების თანახმად, არსებობს კითხვები კანონის აღმასრულებელ ორგანოს, ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკურ ნეიტრალურობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ხოლო თავად უწყებას, როგორც ვენეციის კომისია წერს, „მინიჭებული აქვს გადაჭარბებული უფლებამოსილება“.
ვენეციის კომისიის შეფასების თანახმად, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, გრანტის მსურველს სჭირდება მთავრობის ნებართვა, თუმცა, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, არ არის განსაზღვრული მთავრობის მხრიდან ნებართვის არგუმენტირებული საფუძვლები:
„გრანტების შესახებ“ კანონის შემთხვევაში, ანტიკორუფციული ბიუროს ფართო საგამოძიებო და აღსრულების უფლებამოსილებები, მათ შორის დაუყოვნებლივი ყადაღის უფლებამოსილება, შეზღუდულ პროცედურულ ვადებთან და არაპროპორციულ სანქციებთან ერთად, კიდევ უფრო უთხრის ძირს სამართლიანობას და სათანადო პროცესს“.
ვენეციის კომისიის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ ითვალისწინებს ტელევიზიებისთვის უცხოური დაფინანსების სრულად აკრძალვასა და ტერმინ „უცხოური ძალის“ ფართო გამოყენებას. კომისიის შეფასებით, ამ აკრძალვით შეუძლებელი ხდება უცხოური განსხვავების დადგენა დაფინანსების ტიპებს შორის.
კერძოდ, დაფინანსების, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მთლიანობას და რომელიც, პირიქით, მხარს უჭერს ლეგიტიმურ ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას.
ვენეციის კომისია გასცემს რეკომენდაციებსაც.
დოკუმენტით ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ე.წ. „ქართული FARA“, ასევე გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები. ვენეციის კომისია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიღებულ კანონებში შემდგომი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, თავი აარიდოს „უცხოური ძალების აგენტის“ ან ნებისმიერი ისეთი ტერმინის გამოყენებას, რომელიც გამოიყენება პირის ან ორგანიზაციის სტიგმატიზაციისთვის.
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ასევე უნდა გაითვალისწინოს და ცხადად განსაზღვროს სასჯელები განსაზღვრული, გახადოს ისინი საჭირო და პროპორციული, აამოქმედოს დამზღვევი მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული უკანონო აღსრულება.