მთავარიგადაცემებიFood Detectivesსურსათის დეტექტივები თაღლითურ სქემებს ხორცის წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში ებრძვიან

სურსათის დეტექტივები თაღლითურ სქემებს ხორცის წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში ებრძვიან

ევროპის საუკეთესო სურსათის ექსპერტები ერთიანი ძალით ცდილობენ თაღლითების კვალზე გასვლას. ევრონიუსი თვალყურს ადევნებს მათ ძალისხმევას  სპეციალურ გადაცემათა ციკლის მეშვეობით სახელწოდებით: „სურსათის დეტექტივები“ (The Food Detectives).  ამ  ციკლის მეორე ეპიზოდში ევრონიუსი შეხვდა ხორცისა და ხორცის პროდუქტების ექსპერტებს, რომლებიც ცდილობენ გამოავლიონ ყალბი ინფორმაცია ხორცის წარმოებისა და მიწოდების სრულ ჯაჭვში ფერმით დაწყებული და მაღაზიის დახლით დამთავრებული.

ევროკავშირში ყოველ თვე ჩნდება ეჭვი, რომ ხორცი და ხორის პროდუქტები ამა თუ იმ საშუალებით გაყალბებულია. მთავრობას თაღლითური სქემების მიკვლევადობა რომ გაუადვილოს, სურსათის ექსპერტები მთელ რიგ ტექნოლოგიებს ავითარებენ და ხელსაწყოებს ქმნიან. ცენტრალურ საფრანგეთში სურსათის დეტექტივს საფრანგეთის აგრარული კვლევის ეროვნული ინსტიტუტის INRAE -ის მეცნიერს დონატო ანდუეზას იმ თაღლითური სქემის გაშიფრვა სურს, რომლის საშუალებითაც დაბალფასიანი ხორცი უმაღლესი ხარისხისად საღდება.

“თაღლითური სქემის საშუალებით შესაძლოა მარცვლეულით, კონცენტრატებითა და ჩალით ნაკვები საქონელი ისე გაასაღონ, როგორც ბუნებრივ საძოვარზე გაზრდილი და ბალახით ნაკვები,“ – ამბობს დონატო ანდუეზა.

ნებისმიერი თალღლითური მანიპულაციის გამოაშკარავება ფერმის ხანგრძლივ და ძვირადღირებულ ინსპექტირებას მოითხოვს. მაგრამ ახლა საფრანგეთის აგრარული კვლევის ეროვნულ უნივერსიტეტში დონატომ და მისმა გუნდმა ისეთი მოძრავი აპარატი შექმნეს, რომელიც ინფრაწითელი გამოსხივების საშუალებით ძალიან სწრაფად ადგენს, საქონელი ბალახს ძოვდა თუ არა.

“ინფრაწითიელი სპექტროსკოპის საშუალებით თეორიულად სავსებით შესაძლებელია  კუნთის ქიმიური შემადგენლობის დადგენა. ამ ქიმიური შემადგენლობის საფუძველზე ვადგენთ, თუ რითია ნაკვები პირუტყვი,“ – განმარტავს დონატო.

ამასობაში გერმანიის თვალწარმტაც რეგიონში ბავარიაში გადავინაცვლოთ, სადაც სურსათის დეტექტივი ანდრეას რომპი ქათმის ხორცს ამოწმებს სიყალბეზე.

ანდრეას რომპი, პროფესორი, ბაიროითის უნივერსიტეტი:

“ჩვენ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ქათმის ხორცს სითხეს უშხაპუნებენ ნემსით, რათა წონაში მოიმატოს და მეტი ფასი დაედოს. ჩვენ გვინდა ამ პროცესის დაზუსტება, რათა აღვკვეთოთ ასეთი ტიპის თაღლითობა.“

ქათმის ხორცში შეყვანილი სითხე ხორცის იმიტაციას ახდენს, მაგრამ სურსათის  დეტექტივებმა მისი გამოვლენის მეთოდი შეიმუშავეს.

“ჩვენს აპარატში ლაზერით ვასხივებთ ხორცის ნიმუშს, რომელიც  სკანირების გზით მისი შემადგნელობის ანალიზს აკეთებს. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სხვადასხვა სპექტრს რათა ერთიანი სურათი მივიღოთ და სპექტომეტრის ანალიზის შედეგი ოპტიკურ სურათს შევადაროთ,“ – განმარტავს ანდრეას რომპი.

ასეთი ზუსტი მეთოდი კარგად ამჩნევს, თუ რა ადგილას არის სითხე შეშვებული ხორცში. მაგრამ სურსათის დეტექტივებმა უნდა იჩქარონ თაღლითების დაკავება.

“ეს არის ერთგვარი შეჯიბრი სურსათის გამყალბებლებსა და ანალიტიკური მეთოდის შემქნელებს შორის,“ – ამბობს ანდრეასი.

სურსათის გაყალბების მიზეზი ხშირად ფულია. არაკეთილსინდისიერ მომწოდებლებს  დაბალხარისხიანი პროდუქტის მაღალ ფასად გაყიდვა სურთ. ასეთი ავანტიურა შესაძლოა სასამართლოს დარბაზში დასრულდეს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ როდის მოხდა გაყალბება – და აი სწორედ ამ დროს სჭირდებათ გერმანიის მაქს რუბნერის ინსტიტუტის (Max Rubner Institute) ექსპერტების დახმარება.

დაგმარ ბრუგემანი, ხორცის უვნებლობისა და ხარისხიანობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მაქს რუბნერის ინსტიტუტში  იმ გუნდს უდგას სათავეში, რომელიც ხორცის ანალიზის ზუსტ ტექნოლოგიას ქმნის.

“უოტსონის პროექტის ფარგლებში ჩვენი დაკვირვების საგანია ჰამბურგერები, რათა გავარკვიოთ ხომ არ არის მის შემადგენლობაში შერეული შიგნეული და თუ კი – რა დოზით,“ – განმარტავს დაგმარ ბრუგემანი.

ექსპერტების მიზანია ისეთი ზუსტი სატესტო სისტემის შექმნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სასამართლო დავების დროს. ეს კი ნიშნავს ნიმუშის მოლეკულურ დონეზე დამუშავებას, რათა ანალიზის გაკეთების დროს ყურადღება სიზუსტეზე გამახვილდეს და არა სისწრაფეზე, რათა ვინმეს ტყუილუბრალოდ არ დასდონ ბრალი.

დაგმარ ადელინ ბრუგემანი:

“თუ ანალიზის მეთოდი ზუსტი არ არის და მისი ცდომილება 25 პროცენტს უდრის, მაშინ შეიძლება ან თაღლითობა ვერ შენიშნონ, ან საღი საქონელი მიიჩნიონ ყალბად-რაც კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ამიტომ არის სიზუსტე ასე მნიშვნელოვანი.“

საფრანგეთში კი დონატო ანდუეზა თავისი ხელსაწყოს გატესტვას აპირებს, რათა გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩატანილი საქონლის ხორცი შეამოწმოს. საინტერესოა, მისი აზრით რამდენად შესაძლებელია, რომ თაღლითობა მთლიანად ამოიძირკვოს ხორცის წარმოების სექტორში?

დონატო ანდუეზა:

“არ ვიცი რამდენად შესაძლებელია სრული პროცესი გამჭვირვალე გავხადოთ –  რადგან ჩვენ არ ვამოწმებთ საქონლის კვებისა და ხორცის წარმოების პირობების ყველა ეტაპს – მაგრამ სულ მცირე გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.“

ავტორი: ჯერემი უილქსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend