დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი ცნობილია თავისი ფერადი არქიტექტურით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და მშვიდი ცხოვრების წესით. ეს არის ქალაქი, სადაც ისტორიული ღირსშესანიშნაობები და თანამედროვე სკანდინავიური დიზაინი ერთმანეთს კარგად ერწყმის. ქალაქის დათავალიერების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ადგილობრივი გიდის აყვანაა.
დანიის სანაპირო ზოლში მდებარე დედაქალაქი კოპენჰაგენი გამორჩეულად ლამაზია თავისი ნავსადგურში ჩამწკრივებული ფერადი სახლებითა და დახვეწილი არქიტექტურით. რომ გაიგო, მაინც რა არის ამ ქალაქის განსაკუთრებული ხიბლი, ჯობია კოპენჰაგენი ადგილობრივ გიდთან ერთად დაათვალიერო. ამ ეპიზოდში ლილიმ დანიის დედაქალაქი „Copenhagen by Mie”-ის გიდთან ტერეზესთან ერთად
ხელოვნება დანიური კულტურის განუყოფელი ნაწილია. დანიის ეროვნულ გალერეაში ლილი გაეცნო ქვეყნის შემომქედებით მემკვიდრეობას, როგორც ძველი ისე თანამედროვე დანიელი მხატვრების ნამუშევრებს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება არის ველოსიპედი, ქალაქში ველოსიპედით სიარულისთვის სრული ინფრაქსტრუქტურაა მოწყობილი. ველოსიპედის მიმართ დანიელების სიყვარული რომ ამოეხსნა, ლილიმ ველოსპიედით მოიარა ქალაქი, სანამ „ბედნიერების მუზეუმს“ ეწვეოდა, სადაც შეხვდა დამფუძნებელს, რომელმაც აუხსნა, თუ რატომ არის დანია ასე ხშირად დაკავშირებული ბედნიერების განცდასთან.
კოპენჰაგენში ცნობილია თანამედროვე არქიტექტურითა და სანაპირო ზოლის დასხლებებით. კოპენჰაგენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სწრაფად მზარდ უბანში — ნორდჰავნში (Nordhavn) — მდებარეობს სასტუმრო Hotel Frihavnen, რომელიც ბუტიკური სასტუმროს კონცეფციას სრულიად ახლებურად წარმოგვიდგენს. ლილი გაჩერდა ამ სასტუმროში, რომლის ირგვლივაც უამრავი თანამედროვე შენობა და კაფეა და რომლიც სულ ახლოს არის ნავსადგურთან.
დანიური კულტურის ცენტრალური ნაწილია სამზარეულო, რომელიც ეყრდნობა ტრადიციებს, ადგილობრივ ინგრედიენტებსა და ხარისხს. რესტორან Epicurus-ში ლილი გაეცნო სკანდინავიური სამზარეულოს შემოქმედებით მიდგომას, რომელიც ფრანგული მეთოდებით ადგილობირვი სეზონური პროდუქტის მომზადებას გულისხმობს.
თავისი ვიზიტის ბოლოს ლილი Tivoli Gardens-ს ესტუმრა, რომელიც 1843 წელს გაიხსნა. თავისი ატრაქციონებით, კარუსლებითა და ლამაზი გარემოთი ცნობილი ბაღი კოპენჰაგენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.
კოპენჰაგენი მართლაც უნიკალური ქალაქია — აქ ერთმანეთს ერწყმის ატრაქციონების აზარტი და ადამიანთა ცხოვრების მშვიდი, აუჩქარებელი რიტმი.
ავტორი: ლილი დაუსი
