„გზა (277 403)“ – წარმოდგენა სოხუმის დაცემის დღეს ეძღვნება და ყველა იმ დევნილს, ვისაც 1993 წელს საკუთარი სახლის იძულებით დატოვება მოუწია.
სპექტაკლის თბილისური პრემიერა 25 სექტემბერს სოხუმის თეატრის სცენაზე შედგება.
„მე ვარ ჯაბა ჯანაშია, აფხაზეთიდან. მე ვარ ადამიანი, რომელმაც 9 წლის ასაკში გადმოიარა, ცნობილი, როგორც ჭუბერის გზა, იგივე გოლგოთას, აფხაზეთიდან, სვანეთის მთებით. 27 სექტემბერი ეს არის ჩემი დაბადების დღე, დავიბადე ქალაქ სოხუმში, მაგრამ უცნაური დღეა ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე არასასიამოვნო, იმიტომ რომ ეს არის თარიღი 1993 წლის 27 სექტემბერი, როცა გავხდი 9 წლის, აიღეს ქალაქი სოხუმი“.
ეს არის ნაწყვეტი სოხუმის თეატრის სპექტაკლიდან „გზა (277 403)“… ეს წარმოდგენა სოხუმის დაცემის დღეს ეძღვნება და ყველა იმ დევნილს, ვისაც 1993 წელს საკუთარი სახლის იძულებით დატოვება მოუწია. სპექტალის პრემიერა ვარშავაში შედგა.
ახლა უკვე 32 წელი გადის ამ ტრაგიკული დღიდან… თავგანწირული ბრძოლების შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ ომს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა – 300 ათასამდე კი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში.
წლები გადის, მაგრამ ტკივილი არ ნელდება… სოხუმის თეატრის მსახიობები, ამდენი წლის შემდეგ ისევ გააცოცხლებენ იმ მწარე დღეების ემოციებს. მას შემდეგ, სოხუმის თეატრი თბილისში მართავს წარმოდგენებს. ამ სპექტაკლში კი სოხუმის თეატრის მსახიობები მხოლოდ მოძრაობით, ქორეოგრაფიული წარმოდგენით შეეცდებიან გადმოსცენ ის უმძიმესი განცდები, რაც 32 წლის წინ განიცადეს ჩვენმა თანამემამულეებმა.
ჭუბერის უღელტეხილი და 250 კილომეტრიანი ურთულესი გზა… ტანჯვისა და გადარჩენის გზა – ამას იხილავს ამ სპექტაკლში მაყურებელი. „გზა (277 403)“ – ასე ჰქვია ამ წარმოდგენას. ასე სადად და სულისშემძვრელი სტატისტიკით არის ასახული სათაურში დევნილთა რაოდენობა. ციფრები, რომელთა უკან წარმოუდგენელი ტკივილი დგას.
სპექტაკლის თბილისური პრემიერა 25 სექტემბერს შედგება. „გზა (277 403)“ იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის, საქართველოს ცენტრისა და სოხუმის თეატრის ერთობლივი პროექტის ნაწილია. იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი 1948 წელს დაარსდა და დღემდე თეატრალური ხელოვნების გლობალურ პოპულარიზაციასა და განვითარებას ემსახურება. ამჯერად იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის, საქართველოს ცენტრის პრეზიდენტის, სოხუმის თეატრის დირექტორისა და რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორის დავით საყვარელიძის ინიციატივით, 25 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ეს სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
„ ჩვენი სათქმელი რამდენიმე მედიუმში გამოვხატეთ, ერთი არის ფეისბუქ ლაივი, რომელიც იქნება თეატრში არსებულ ეკრანზე ნაჩვენები ჩვენ გვაქვს მცვლელობა რომელიც იქნება რუსთაველიდან აქამდე მეორე ეკრანზე ნაჩვენები იქნება ფილმი ჯაბაჯანაშიას ინტერვიუსთან ერთად ესო ორი მოქმედება იქნება სინქრონში და მაყურებელი ნახავს ჩვენს ლაპას ფილმთან ერთად თუ როგორ გადავადგილდებით ჩვენ თეატრამდე როგორ მოვდივართ და ის ხალხის დევნილი ხალხი როგორ მოდიოდა ჭუპერის გზით თავისი თავში თავის თავშესაფრისკენ. მსვლელობა არის ერთგვარი აქცია-პერფორმანსი, ჩვენი მცირედი სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ ვინც ამხელა ტკივილი განიცადეს და ვფიქრობ სცენაზე როცა ამხელა ემოციასთან უნდა გქონდეს შეხება, ვფიქრობ რომ ეს არის ელემენტარული რითაც შეიძლება, შენ არტისტმა შენიშნაგანი სამყაროთი დაუახლოვდე მათ ამ მტკივილს გაიარო რაღაც გზა იმ გზაში დაიღალო მოაგროვო ის ემოცია და ეს ემოცია გამოხატო სცენაზე. ფილმის დასრულებასთან ერთად ჩვენ უკვე მოვდივართ თეატრში ა შემოვდივარ სცენაზე და შემდეგი მოქმედება უკვე მეორე მოქმედება თუ ესე შეიძლება დაერქვას ამ პერფორმაციის გადასვლას უშუალო სცენაზე და ჩვენ ქორეოგრაფიით ჩვენი ემოციებით რაც ჩვენ დავაგროვეთ ამ ადამიანებთან ადამიანებისგან მოყოლილი ისტორიებით ჯაბას ისტორიით და იმ ემოციებით რამაც რამაც შეგვაქ მე მინდა ეს პერფორმანსი იმ ემოციებს იმ ამბავს გამოხატავთ ქორეოგრაფიით უშუალოდ სცენაზე“- ჰყვება რეჟისორი, კოტე ლიპარტელიანი.
ქორეოგრაფიულ წარმოდგენაში, მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მსახიობები. მათი როლები კონკრეტულ ადამიანებს არ განასახიერებენ.
„ჩვენ ყველა ვცდილობთ მივიდეთ იმ ემოციებამდე იმ მდგომარეობამდემდე რომლებიც გაიარეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ემოციურად და ფიზიკურად ძალიან რთული არის მიაღწიო იმ მდგომარეობას, გადმოსცე ის ტრაგიკული ისტორია. გაიარო ის შეგრძნებები, რასაც ეს ხალხი გადიოდა. ეს შინაგანი მდგომარეობა დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო წარსული ეს ემოციები ჩვენს შიგნით დღემდე ცოცხლობს და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ვსაუბრობდეთ და გვქონდეს ღია დიალოგი. ჩემი ნათესავები, ბიძაშვილები არიან აფხაზეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამომიცდია ეს ტრაგედია, ხშირად მსმენია, და შევსულვარ მათ მდგომარეობაში. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა რომ ამ დადგმის მონაწილე ვიყო, და გავიზიარო ის შეგრძნებები, რაც ამ ხალხს გააჩნია“- ამბობს მსახიობი ხოსილიტა.
„კოტეს შევხვდი მოძრაობის თეატრში, 6 წლის წინ, წელს კი დამირეკა, რომ პროექტისთვის მსახიობები სჭირდებოდა. დავინტერესდი ამ ამბით. ეს ძალიან რთული საკითხია, რთულია ამ ამბის გამოხატვა, თუმცა ძალიან მომეწონა ის იდეა, რაც მას ჰქონდა. მომეწონა ის, რომ ერთგვარი თავისუფლება გვაქვს სცენაზე, ბევრი იმპროვიზაცია გამოხატვისთვის, თუმცა ამავე დროს ზუსტი ელემენტებიც. ბევრი არაფერი ვიცოდი ამ თემაზე, შემდეგ ფილმი ვნახე, ინტერვიუ და უფრო მეტი გავიგე, გავიგე ის თუ როგორი მძიმე ამბავი იყო ეს ხალხისთვის, როგორი მძიმე იყო ეს გზა მთაში. როცა სცენაზე ვართ ძალიან ძლიერი ენერგია მოდის და რაღაც ხდება, ეს კი ძალიან საინტერესოა”- ამბობს მსახიობი ჯონათან რასელი.
„ დიდი პასუხისმგებლობაა კონკრეტულ პროექტში მონაწილეობა, ეს არ გვეხება კონკრეტულად რომელიმე პიროვნებას ეს ეება მტელ საქართველოს, და ეს ეხება თითოეულს ვინც იჯდება ჩვენთან დარბაზში. ეს არ არის გამოგონილი ისტორია და უბრალოდ წარმოდგენა ეს არის ყველა ჩვენგანის ისტორია და თითოეული ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, გვაკავშირებს იმ კონკრეტულ პერიოდთან როცა ეს დიდი ტკივილი და ტრაგედია განვიცადეთ. ყოველი რეპეტიციის დღე ერთმანეთზე მძიმეა რადგან ყოველდღე ახალი ემოციით იტვირთები და როგორც ასრულებ რეპეტიციებს, თითქოს უკვე დაცლილი ხარ და შენც გამოიარე ის გზა და მოხვდი იმ ქარტეხილში და ხარ ამ ომის ტკივილის, მონაწილე“.- ჰყვება მსახიობი მეგი ზარქუა.
ამ ტკივილს იგრძნობს და გაიზიარებს ყველა, ვინც ამ სპექტაკლს ნახავს. ვინც დაინახავს მსახიობების მეტყველ მოძრაობებსა და გამოხედვას, თუმცა ვერ გაიგონებს მათ ხმებს. ვინც წითელი შუქების გარემოცვაში აღმოჩნდება და სცენაზე დაფენილ წითელ ნაჭერს იხილავს, ვინც ნახავს სივრცეს, რომელიც იმ ხალხს შეისრუტავს, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან, კიდევ ერთხელ დაფიქრდება იმ მოვლენების მნიშვნელობაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხვედრზე და გადარჩენილთა ბედზე.

