კატეგორიები

საფრანგეთში გაფიცვა და საპროტესტო აქციები გრძელდება

საფრანგეთში გაფიცვა და საპროტესტო აქციები გრძელდება

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ ნანტში დღეს, 18 სექტემბერს, ისევ გამოვიდა ასობით ადამიანი, რათა სახელმწიფო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმა გააპროტესტონ. ამასთან, დაგეგმილია მასობრივი გაფიცვა. შეფერხებულია მოძრაობა მაგისტრალებზე და დახურულია რამდენიმე მეტროსადგური.

საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბური დემონსტრაციებისთვის ემზადება. სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებში მონაწილეობა შესაძლოა 600 000-დან 900 000-მდე ადამიანმა მიიღოს.

ბიუჯეტის შემცირების გეგმა, რომელმაც ქვეყანაში პროტესტი გამოიწვია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს, ინიციატივით შემუშავდა. მის მთავრობას ეროვნულმა ასამბლეამ 8 სექტემბერს გამართულ კენჭისყრაზე უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ წარადგინა.

 

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს საფრანგეთში რეკორდული ხანგრძლივობის – ორმოცდღიანი წვიმა შეწყდა
სხვა ამბები