მთავარიგადაცემებიEuropean Storiesჭაობების აღდგენა გლობალური დათბობისა და ბიოლოგიური სახეობების შემცირების პროცესს ანელებს

ჭაობების აღდგენა გლობალური დათბობისა და ბიოლოგიური სახეობების შემცირების პროცესს ანელებს

ფერმერები მრავალი საუკუნის განმავლობაში აშრობდნენ ჭაობს, რათა ის ფართობი სახნავ მიწად ექციათ. არადა  ასეთი საქმიანობა კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს. ახლა ევროკავშირს სურს მიდგომა  შეცვალოს და დეტალურად გაწერილი ვადებიც დაადგინა: 2050 წლისთვის დამშრალი ჭაობების ნახევარი უნდა აღდგეს, აქედან მესამედი –  ხელახალი დატენიანების გზით.

დამშრალი ჭაობებისა და ტორფნარების აღდგენა კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების დაცავს უწყობს ხელს. ჭაობი ნამდვილი ჩემპიონია ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის შთანთქმის თვალსაზრისით. შედარებისთვის: ტყე ჩვენს პლანეტაზე ხმელეთის მესამედს ფარავს. ტორფნარი კი  – მხოლოდ 3%-ს. და მაინც ტორფნარი ორჯერ მეტ ნახშირბადს აკავებს, ვიდრე დედამიწის მთლიანი ტყის ფართობი!

პრობლემა ასეთია: როდესაც ტორფნარები შრებიან, ათასწლოვანი ნახშირბადის საცავები დიდი რაოდენობით  CO2-ის გამოყოფას იწყებენ. სათბური აირების გამონაბოლქვის შეზღუდვის მიზნით, ევროკავშირი მხარს უჭერს ჭაობების კვლევას, რუკაზე დატანასა და აღდგენას. ევროკავშირის რეგუალციაში „ბუნების აღდგენის შესახებ“ წერია, რომ დამშრალი ჭაობების 30% უნდა აღდგეს ამ დეკადის ბოლომდე – აღნიშნული  მოცულობის მეოთხედს კი ხელახლა დატბორავენ. 2050 წლისთვის დაზიანებული ტორფნარის ნახევარი უნდა გაჯანსაღდეს – მისი მესამედი კი სწორედ დატბორვის გზით აღდგება. ფერმერები რომ წაახალისონ, ამისთვის მთელი სისტემა შეიქმნა – რომელიც მოიცავს, მაგალითად, კომპენსაციების გადახდასა და სხვა უამრავ მხარდამჭერ პროგრამას.

ბუნების დამცავი რეგულაციის განხორციელება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობაა. ყველა ქვეყნის მთავრობა ვალდებულია, რომ 2026 წლისთვის პირველი სამოქმედო გეგმა წარადგინოს. თუმცა, მეცნიერები შიშობენ, რომ ევროკომისიამ შესაძლოა ევროპის მწვანე შეთანხმება წყალს გაატანოს იმ წნეხის გამო, რომელსაც ფერმერების ლობის მხრიდან განიცდის. ამას კი შესაძლოა საბედისწერო შედეგები მოჰყვეს კლიმატისა და ბიომრავალეფროვნების დაცვის კუთხით.

დანია ევროკავშირის როტაციულ პრეზიდენტობას იბარებს და წლის მეორე ნახევარში დანია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში საკუთარ პოლტიკურ პრიორიტეტებს გაიტანს. კოპენჰანგენს სურს, რომ უფრო მეტი გაკეთდეს უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და კლიმატის დაცვის თვალსაზრისით. საინტერესოა თავად დანია რას აკეთებს გლობალური დათბობისა და ბიოლოგიური სახეობების გადაშენების პროცესის შესანელებლად?

დანიის დედაქალაქის ჩრდილოეთით უზარმაზარი წყალმარჩხი ტბა დააგუბეს. მინდვრის ჭაობად გარდაქმნის პროცესს დატბორვას უწოდებენ. 200 წლის  წინ აქაურობა მცირე არხებით დააშრეს. დრენაჟის სისტემამ წყლის დონე შვიდი მეტრით დაწია. ამის შედეგად კი ნახშირორჟანგმა იწყო ჰაერში გაფრქვევა. ეს კლიმატისთვის ცუდია. ამიტომ პროცესი რომ შემობრუნდეს, დაჭაობების მიზნით დატბორეს.

მორტენ ელინგი ბუნების დაცვის სახელმწიფო სამსახურში მუშაობს:

„დანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დანიის სოფლის მეირნეობის სექტორმის მიერ გამოყოფილი ცე-ო-ორის CO2 მოცულობა უნდა შემცირდეს. ეს რომ მოხდეს წყლის დონე უნდა ავწიოთ  – და აი სწორედ ამას ვაკეთებთ. ჩვენი გათვლით, როდესაც ტერიტორია დაიტბორება, ამის შედეგად ჰაერში გაფრქვეული ნახშირბადის მოცულობა ყოველ წელს 8 ათასი ტონით შემცირდება.“

ამ პროექტს, რომელიც 600 ჰექტარს მოიცავს Søborg Sø ეწოდება. მიწის 63 მფლობელი დაარწმუნეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ პროექტში. მათგან ზოგიერთის ოჯახი რამდენიმე თაობის განმავლობაში ამუშავებდა ამ მიწას. მოლაპარაკებები რამდენიმე წელი გაგრძელდა. დანიის მთავრობამ ფერმერებს კომოპენსაციის სახით სანაცვლო ფართობი ან თანხა შესთავაზა. ცხენების მომშენებელმა სალი შლიხტინგმა თავისი მიწის ნაწილი გაყიდა: „ეს ნებაყოფლობის საფუძველზე უნდა მოხდეს, რადგან თუ სხვა გიკარნახებს, რა უნდა გააკეთო, ბევრი ფერმერი უარს იტყვის ამაზე,“ – ამბობს სალი.

ევროკავშირის კანონი ბუნების აღდგენისა და სასოფლო სამეურნეო მიწების ხელახალი დატბორვის შესახებ ფერმერების ნებაყოფლობით მონაწილეობასა და წახალისებას ეყრდნობა. თუმცა მასში სავალდებულო მიზნებია ჩადებული. ყველაზე სასწრაფო აუცილებელი ზომები 2032 წლამდე უნდა გატარდეს.

ევროპის ეკოსისტემა 2050 წლისთვის უნდა აღდგეს. ევროკავშირის რეგულაცია ბუნების დაცვის შესახებ აგარარული მიწების დატბორვისკენ მოუწოდებს. კოპენჰაგენში მდებარე ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოში ჭაობების წამყვან ექსპერსტს იურენა ლორენცო დე ქუინტანას უნდა შევხვდე.

ევრონიუსი: „რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი  ჭაობებისა და ტორფნარების აღდგენა?“

იურენა ლორენცო დე ქუინტანა:  „ბოლო ათასი წლის განმავლობაში მთელ ევროპაში ჭაობების 80% დავკარგეთ და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ევროკავშირში დარჩენილი ტორფნარის 50% სწორედ სადრენაჟო სისტემის გამოა დაზიანებული.“

ევრონიუსი: “რატომ არის დრენაჟი პრობლემა? იმის თქმა მინდა, რომ ფერმერები საუკუნეების განმავლობაში აშრობდნენ მიწას და ახლა ეუბნებიან, რომ შეწყვიტონ ეს საქმიანობა?

იურენა ლორენცო დე ქუინტანა: „დრენაჟი პრობლემაა იმიტომ, რომ როდესაც ტორფნარს წყალს პარავ, და სწორედ ამას აკეთებს დრენაჟი, ამის შედეგად ნახშირბადისა და სათბური აირების უზარმაზარ რაოდენობას ვუშვებთ ატმოსფეროში. ევროპა მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას – ინდონეზიის შემდეგ – ტროფნარის დაშრობის გამო სათბური აირების გაფრქვევის მხრივ და ეს უბრალოდ გამაოგნებელია. ამიტომ ტორფნარს წყალი უნდა დავუბრუნოთ, რადგან სწორედ ეს არის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზა.“

ევრონიუსი: „ პირადად თქვენ რა მიგაჩნიათ პრობლემად?“

იურენა ლორენცო დე ქუინტანა : „პირადად მე მიმაჩნია, რომ ტორფნარი და ჭაობი ნამდვილი ბუნების დამცველი გმირები არიან. სწორედ იქ ბინადრონ მსოფლიო ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნების 40%.“

ევროკავშირის ბუნების აღდგენის რეგულაცია სავალდებულო ნორმებს მოიცავს და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა აღასრულონ ეს კანონი.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend