2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა სამხრეთ კორეის ნაკრებმაც. A ჯგუფის მეორე შეხვედრა, სადაც სამხრეთ კორეა ჩეხეთს დაუპირისპირდა, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ანგარიში ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა ლადისლავ კრეიჩიმ 59 წუთზე თავური დარტყმით გახსნა.
თუმცა კორეელმა ფეხბურთელებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს და ჰვონ ინ ბუმისა და ჰენგ გიუმის გოლებით კორეის ნაკრებმა მიმდინარე მუნდიალზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მოსფლიო ჩემპიონატების ისტორიაში კი სამხრეთ კორეის ნაკრებმა მეხუთედ შეძლო თამაშის შემოტრიალება.
სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიუნ-ბო ჰონმა, მატჩის შემდეგ თავის ფეხბურთელებს თავდადებისთვსი მადლობა გადაუხადა
„დღევანდელი მატჩი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ფეხბურთელებისთვის პირველი თამაში იყო, ამიტომ მოთამაშეებისგან გარკვეულ დაძაბულობას ვგრძნობდი. თუმცა ასევე დავინახე, რომ მოსამზადებელ პროცესთან შედარებით უკეთესად ვითამაშეთ. ორივე გუნდის მხრიდან ჩანდა, რომ ფეხბურთელები მოსალოდნელზე მეტად ემოციურები იყვნენ. ჩვენმა ფეხბურთელებმა აჩვენეს ყველაფერი, რაზეც ამ დრომდე ვმუშაობდით. მინდა მათ პირველი გამარჯვება მივულოცო და მადლობა გადავუხადო. მატჩის წინ ფეხბურთელებთან ორა რამეს გავუსვი ხაზი. არ დანებებულიყვნენ და ერთიანად ეთამაშათ. ფეხბურთელებმა ეს ორი დავალება ძალიან კარგად შეასრულეს. 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ვიყავი, ხოლო 2026 წელს აქ უკვე მთავარი მწვრთნელის როლში ვარ. 12 წლის შემდეგ პირველ გამარჯვებას მივაღწიეთ და ძალიან ბედნიერი. ვფიქრობ, ეს გამარჯვება მთლიანად ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს“, - ამბობს, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰონ მიონგ-ბო.
ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიროსლავ კუბეკის თმით, შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებს ქულების მოპოვება შეეძლო, თუმცა მათ მომენტები სათანადოდ ვერ გამოიყენეს.
„ვწუხვართ ამ შედეგის გამო. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. შეიძლებოდა ფრე ყოფილიყო. მოგებაც შეგვეძლო, თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომებიც დავუშვით. ამ გადმოსახედიდან შეგვეძლო გოლი არ გაგვეშვა. შეცდომები გვქონდა. მეორე მხრივ, ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. თუმცა ჩვენი მეტოქე ძალიან სწრაფად მოქმედებდა. მიმაჩნია, ჩვენი სტრატეგია კარგად მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ მან 100 პროცენტით არ გაამართლა. უბრალოდ უფრო ეფექტიანები უნდა ვყოფილიყავით. გუნდი უნდა შევაქო, რადგან მოედანზე ყველაფერი დადეს“, - ამბობს ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მიროსლავ კუბეკი.
მატჩის შემდეგ კორეელმა გულშემატკივრება მიმდინარე მუნდიალზე პირველ შეხვედრაში გამარჯვება მექსიკის ქალაქ გვადალახარას ქუჩებში აღნიშნეს. სამხრეთ კორეა მომდევნო შეხვედრას უკვე მასპინძელი მექსიკის წინააღმდეგ გამართავს. გვადალახარაში გასამართ დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდი, პლეი მეთექვსმეტედ ფინალისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. წაგების მიუხედავად კი ჩეხეთის ნაკრები მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს, ამისთვის კი მიროსლავ კუბეკის გუნდმა მომდევნო შეხვედრაში ჯგუფი აუტსაიდერი სამხრეთ აფრიკის ნაკრები უნდა დაამარცხოს.
