უკრაინელებმა 24 აგვისტოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 1991 წლის მოვლენები და საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა, უკრაინელება მათ წინააღმდეგ რუსეთის ომის ომის პარალელურად გაიხსენეს.
სერჰიი ფაიფურა – უკრაინის მოქალაქე:
ადრე, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხებოდა საქმე ვიცოდით, მას უფრო დეკლარაციული ხასიათი ჰქონდა უბრალოდ არსებობდა. ახლა კი დამოუკიდებლობა ძალიან მტკივნეული ცნებაა. ამ სიძნელეების ფონზე შეიძლება დავსვათ კითხვა: სად არის ეს დამოუკიდებლობა ახლა? მაგრამ არ გვაქვს უფლება ასე ვიფიქროთ. ის არსებობს, და ახლა უკვე ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად ტკივილისა, ტანჯვისა და დანაკარგებისა, მაინც უკეთესად ვგრძნობთ თავს. ვემზადებით, მივდივართ მაიდანზე. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს შინაგან ხმას მივყვებით“.
ინნა ხიტრა – უკრაინის მოქალაქე:
„დღევანდელი მდგომარეობით, დარწმუნებული ვარ, არც ერთი კილომეტრი მიწა არ ღირს ადამიანების სიცოცხლის ფასად. თუმცა ეს ჩემი აზრია და შეიძლება ყველას ასე არ მიაჩნდეს განსაკუთრებით მათ, ვინც სახლები და სამშობლო დაკარგა. ზოგადად სამშობლოა იქ, სადაც ადამიანი დაიბადა და გაიზარდა. მათთვის განსაკუთრებით რთულია ამ ყველაფერთან შეგუება. მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიება კიევის თავისუფლების მოედანზე გაიმართა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ქვეყნის ურყევ სიმტკიცეს გაუსვა ხაზი.
ვირა სმოტრიკოვა – წლის უკრაინის მოქალაქე:
„არა, არ ვფიქრობ, რომ დათმობაზე უნდა წავიდეთ. უკვე ძალიან ბევრის გადახდა მოგვიწია. რატომ უნდა დავთმოთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის? ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი მიწაა“.
იურიი ბალანი – წლის უკრაინის მოქალაქე:
„მე ჩემი დაკარგული მამის გამო ვიბრძვი მინდა დავიბრუნო, ან რაიმე ინფორმაცია მივიღო. ვიმედოვნებ, რომ ცოცხალია და დაბრუნდება სახლში“.
ფედირ უშჩაპივსკი – წლის უკრაინის მოქალაქე:
„ ვფიქრობ, რომ დათმობებზე წასვლა სწორია არ არის, მაგრამ თუ დღეს, ჩვენი პარტნიორები, რომლებიც გვეხმარებიან, და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ამას ითხოვენ, შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე დროებით, დათმობა მოგვიწიოს. ვერ ვიტყვი როგორ დასრულდება ეს. შესაძლოა ცუდად დასრულდეს, მაგრამ დათმობაზე წასვლა შესაძლოა მაინც მოგვიხდეს“.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უკვე სამ წელიწად ნახევარზე მეტია მიმდინარეობს. მათთვის ტკივილი და მსხვერპლი უკვე ყოველდღიურობად იქცა. თუმცა უკრაინელი ხალხის რწმენა უცვლელია – ისინი გამარჯვებისა და მშვიდობის იმედს არ კარგავენ.