კატეგორიები

ევროკავშირი ხელახლა შეეცდება რუსეთის პატრიარქის დასანქცირებას

ევროკავშირი ხელახლა შეეცდება რუსეთის პატრიარქის დასანქცირებას
მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი მორიგ ჯერზე შეეცდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სანქციებს 2022 წელს გადაურჩა, როცა ვიქტორ ორბანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უნგრეთმა ბრიუსელის ამ ინიციატივას ვეტო დაადო - არგუმენტით, რომ ეს „აღმსარებლობის თავისუფლებას ზღუდავს“.

თავისი რელიგიური და პოლიტიკური განცხადებებით, პატრიარქი კირილე რუსეთში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, ევროპაში კი აზრთასხვადასხვაობას იწვევს.

დასავლელი პოლიტიკოსები მას ადანაშაულებენ საეკლესიო ამბიონის გამოყენებას პროპაგანდისტული მიზნებისთვის, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და უკრაინაში კრემლის ომის გამართლებისთვის.

მისი ხელმძღვანელობით, რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო დოკუმენტი, რომელიც გამოდის მოწოდებით, განადგურდეს უკრაინის დამოუკიდებლობა, კიევის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებს კი პატრიარქი კირილე „წმინდა ომს“ უწოდებს.

ბრძოლის შეწყვეტისა და ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებისადმი მოწოდების ნაცვლად, შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების ხოცვა, სასულიერო პირი მწვანე შუქს უნთებს ბირთვული იარაღის გამოყენებასაც.

მიუხედავად 4 წლის წინ სანქციებისთვის თავის დაღწევისა, საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა გავა და ბუდაპეშტში შეცვლილი პოლიტიკური ხელმძღვანელობა პეტერ მადიარის მეთაურობით, მზად არის მას მხარი დაუჭიროს.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობი რჩება ევრობლოკის სხვა ქვეყნების პოზიცია, რომელთა რელიგიურ კონფესიებს კარგი დამოკიდებულება აქვთ მოსკოვის საპატრიარქოსთან. ეს საკითხი კი დასამტკიცებლად აბსოლუტურ უმრავლესობას საჭიროებს.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი ხელახლა შეეცდება რუსეთის პატრიარქის დასანქცირებას მოსკოვში არ ფიქრობენ, რომ სომხეთში არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა