ისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაზე 24 აგვისტოს სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე გააკეთა.
მისი განმარტებით, სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდა „სტრატეგიული სამიზნეები“, კერძოდ, პრეზიდენტის სასახლე, ასარისა და ჰიზაზის ელექტროსადგური და ნავთობკომპანია.
„ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს. მათ დედაქალაქ სანას ცენტრში პრეზიდენტის სასახლეს დაარტყეს, ასევე, ქალაქის ელექტროსადგურსა და საწვავის ავზებს, რომლებიც ქალაქს ამარაგებს. ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმი პასუხს მიიღებს იმ აგრესიაზე, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიიტანა“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ჰუსიტების მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 35 მშვიდობიანი მოქალაქე.
სარაკეტო იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც 22 აგვისტოს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ პალესტინელთა სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის მიმართულებით კასეტური ბომბი გაუშვეს, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მან სამიზნეს ვერ მიაღწია.