მთავარისაქართველოსაქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა

საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners (კოლანჯელო ენდ პარტნერს) ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.

პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ Colangelo & Partners-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლ იანონი (Paul Yanon) და მასტერ-სომელიეები, რომლებსაც აშშ-ის სხვადასხვა შტატში მიშელინის ვარსკვლავის რესტორნებსა და ჰორეკა სექტორში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ. მასტერ-სომელიეები ღვინის ინდუსტრიაში ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის, გავლენიან და მოთხოვნად ექსპერტებად, რომელთაც ღვინის ცოდნის უზარმაზარი გამოცდილება აქვთ. ამჟამად მასტერ-სომელიეს ტიტულს მსოფლიოში 279 ადამიანი ფლობს.

ტურის ფარგლებში ამერიკელი მასტერ-სომელიეები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრნენ კახეთში, სადაც  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ,  ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. მათთვის თბილისში ასევე გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია.

„ძალიან შთამბეჭდავია საქართველოში მოგზაურობა, ასევე ქართული ტრადიციების დაბრუნების იდეა, რომ აღმოაჩინო, გააცოცხლო თითქმის გადაშენებული ყურძნის ჯიშები და ეს მემკვიდრეობა მთელ მსოფლიოს გაუზიარო. როდესაც ღვინო მზადდება ისეთი ხარისხით, როგორიც საქართველოში ვიხილეთ, აშკარაა, რომ ისინი თავისუფლად შეიძლება ექსპორტირდეს, მათ შორის შეერთებულ შტატებში. მთავარია, ადამიანებმა მოისმინონ ამ ღვინოების უკან მდგომი ისტორიები და ისინი თავადვე შენიშნავენ ხარისხს, დაიჭერენ უნიკალურ არომატებსა და ხასიათს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ღვინოს ახასიათებს. ჯერჯერობით ეს, მართლაც, დაუვიწყარი ვიზიტია და წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გველის — განსაკუთრებით ადგილობრივი, იშვიათი ჯიშებისა და დაკარგული ვაზის დაბრუნების ისტორიების გაცნობის კუთხით”, – ამბობს პოლ იანონი, Colangelo & Partners-ის ვიცე-პრეზიდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend