მთავარიაზიაისრაელი„ისრაელის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მიზანი ალი ხამენეის განადგურებაა" - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

„ისრაელის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მიზანი ალი ხამენეის განადგურებაა” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის ფიზიკური განადგურება ოპერაცია “შემართული ლომის” ერთ-ერთი მიზანია – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს.

ისრაელ კაცის თქმით, თელავივს აქვს ინფორმაცია, რომ ბეერშევას საავადმყოფოზე თავდასხმა პირადად ხამენეის გაცემულია. თავად ირანში კი განმარტავენ, რომ მათი სამიზნე ქალაქში არსებული სამხედრო ობიექტი იყო.

“ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ამ ოპერაციის მიზნები. ესაა ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა და სარაკეტო თავდასხმების საფრთხის მოხსნა. ამასთან, ისრაელის შეიარაღებული ძალებმა მიიღეს ინსტრუქცია, რომ ამ მიზნების მიღწევისთვის ალი ხამენეიმ აბსოლუტურად უნდა შეწყვიტოს არსებობა. ვსაუბრობთ დიქტატორზე, რომელსაც აქვს იდეოლოგიური გავლენა და მას ისრაელის გასანადგურებლად იყენებს. ამისათვის კი დაიხმარს თავის ხალხს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან პერსონალურად გასცა საავადმყოფოზე დარტყმის ბრძანება” – აღნიშნა ისრაელ კაცმა. სოროკას სამედიცინო ცენტრზე თავდასხმისას დაშავებულთა რიცხვი 65-ს ააღწევს. მათ შორის 3 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. “ტირანებს სრულ საფასურს გადავახდევინებთ”, – განაცხადა მანამდე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend