ლისაბონში ასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა, ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელების მხარდასაჭერად.
დემონსტრანტები პორტუგალიის პარლამენტისკენ დაიძრნენ და ხელისუფლებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდეს. ლისაბონში დემონსტრანტები სკანდირებდნენ მშვიდობას, ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში და გმობდნენ ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიას.
პორტუგალიის დედაქალაქში გამართულ აქციაზე მოქალაქეებმა ჰუმანიტარულ კრიზისზე გაამახვილეს ყურადღება.
„ საშინელებაა, როცა ვხედავთ, როგორ ხოცავენ ბავშვებს. ერთადერთი ძალა, რაც გვაქვს, არის ის, რომ გამოვიდეთ ქუჩაში და მოვთხოვოთ ჩვენს მთავრობას, რაღაც გააკეთოს“ – აცხადებს დემონსტრანტი ანა რიბეირო.
„ვფიქრობ, პორტუგალიის მთავრობას მორალური ვალდებულება აქვს, აღიაროს პალესტინა და აღარ ჰქონდეს პასიური პოზიცია, რაც გენოციდში მონაწილეობას ნიშნავს. ეს განსხვავდება ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა მეზობელი ესპანეთი, სადაც მთავრობა ბევრად უფრო მამაცურად იქცევა“ – აცხადებს დემონსტრანტი ფერნანდო ფიტასი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის ინტერვენციას 55,300 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რომელთა შორის ქალები და ბავშვები არიან.
ისრაელმა საომარი მოქმედება ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, როცა სამხრეთ ისრაელზე ,,ჰამასის“ თავდასხმას, 1,200 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა, ხოლო 251 მძევლად აიყვანეს.
ამ დროისთვის ,,ჰამასი“ ტყვეობაში 53 მძევალია. რომელთაგან, უმეტესობა სავარაუდოდ ცოცხალი აღარ არის.