კატეგორიები

ფრიდრიხ მერცი: „აშშ NATO-ს მიმართ ერთგულია”

ფრიდრიხ მერცი: „აშშ NATO-ს მიმართ ერთგულია”

თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ნატოს მიმართ აშშ-ის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება.

მან ოვალურ კაბინეტში შეხვედრა და მოგვიანებით დონალდ ტრამპთან გამართულ სადილზე შემდგარი საუბარი „კონსტრუქციულად“ და „გულწრფელად“ დაახასიათა. მისი თქმით, ლიდერებმა უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გამოთქვეს, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ სამხედრო ალიანსის მიმართ ერთგული რჩება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გერმანია და სხვა წევრი სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯებს ზრდიან.

„მოგვწონს თუ არა ეს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ზე დამოკიდებულები დავრჩებით. თუმცა, გუშინ საღამოს დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ მსოფლიოში პარტნიორები მათაც სჭირდებათ და ევროპელები, განსაკუთრებით გერმანელები, მათთვის საუკეთესო მოკავშირეები არიან, როდესაც საქმე საერთო გამოწვევებს ეხება. ეს არის განსხვავება ავტორიტარულ რეჟიმებსა და დემოკრატიებს შორის: ავტორიტარულ რეჟიმებს ჰყავთ დაქვემდებარებულები, დემოკრატიებს – პარტნიორები და ჩვენ გვსურს, რომ ამერიკისთვის სწორედ ასეთი პარტნიორები ვიყოთ ევროპაში.

ასე რომ, აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ ამერიკის მთავრობა NATO-ს მიმართ ერთგულია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველამ განვაცხადეთ, რომ მეტს გავაკეთებთ. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ევროპაშიც შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა და მჯერა, რომ ეს მოლოდინი გაუმართლებელი არაა. ჩვენ წლების განმავლობაში უსასყიდლოდ ვსარგებლობდით ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებით და ახლა ეს შეიცვლება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ხუთშაბათს, 5 ივნისს, დონალდ ტრამპთან პირველ პირისპირ შეხვედრაზე ფრიდრიხ მერცმა დიპლომატიური დაძაბულობის თავიდან აცილება შეძლო, განსხვავებით ვოლოდიმირ ზელენსკისა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსასგან.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის საჰაერო ძალები NATO-ს მისიის ფარგლებში ლიეტუვაში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს დატოვების საკითხს განიხილავს
სხვა ამბები