ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოკავშირეებს მოსთხოვა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა მიაწოდონ. მოწოდება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც რუსეთი უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უტევს.
„ზამთრის მოახლოებისა და იმის ფონზე რომ რუსეთის აგრესია არ სუსტდება, მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და, ამავდროულად, აწარმოებს ჰიბრიდულ კამპანიას ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. Milrem Robotics-ში გაჩენილი ხანძარი სწორედ ამ კამპანიის ნაწილია“. ესტონეთის ხელისუფლებასაც მიაჩნია, რომ ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან“. - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
რუტეს თქმით, აგვისტოში ესტონეთში Milrem Robotics-ში გაჩენილი ხანძარი რუსეთის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული კამპანიის ნაწილი იყო.
„Milrem Robotics-ში გაჩენილი ხანძარი სწორედ ამ კამპანიის ნაწილია. ესტონეთის ხელისუფლებაც აცხადებს, რომ მის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, შეასუსტოს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და შეაჩეროს უკრაინის მხარდაჭერა, თუმცა რუსეთი მარცხდება. ის მარცხდება უკრაინის ბრძოლის ველზე, ჩვენ კი ვერ დაგვაშინებენ“. - ამბობს, მარკ რუტე.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 14 ოქტომბერს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიიტანა იერიში უკრაინაზე, შედეგად 600 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
