კატეგორიები

საპარლამენტო არჩევნები პორტუგალიაში

საპარლამენტო არჩევნები პორტუგალიაში

პორტუგალიის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია “დემოკრატიული ალიანსი” ლიდერობს.

მიუხედავად ამისა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ  პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას კოალიციის შექმნის მიზნით პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს.

ეგზიტპოლების მიხედვით, „დემოკრატიულ ალიანსს” პორტუგალიელი ამომრჩევლის 29-დან 34-მდე პროცენტმა მისცა ხმა. მათი მთავარი დაპირება „ინვესტიციების სტიმულირება“ და „სამართლიანობის დამკვიდრება” იყო. რიგგარეშე არჩევნებში 26%-მდე მხარდაჭერა მოიპოვა „სოციალისტურმა პარტიამ”. ულტრამემარჯვენე პარტიამ სახელწოდებით „ჩეგა“  ამომრჩევლის 20%-იანი მხარდაჭერის მოპოვება შეძლო, რაც მათთვის მნიშვნელოვანი შედეგია.

რიგგარეშე არჩევნები პორტუგალიაში 18 მაისს ქვეყანაში  შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიმართა. ბოლო 3 წელიწადში ეს უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნებია ქვეყანაში.

დაკავშირებული ამბები
პორტუგალიაში საცხოვრებლისა და ცხოვრების გაძვირების გამო ხალხი ქუჩებში გამოვიდა ლისაბონში რუსი სამხედროების მიერ 2022 წელს დაცხრილული სასწრაფოს მანქანა გამოფინეს
სხვა ამბები