მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

ახლა უკვე გაზაფხულის შუა პერიოდია და ამ კვირაში ბევრ რამეს უნდა ველოდოთ.

კანის კინოფესტივალისა და ევროვიზიის მოახლოებასთან ერთად მაისის თვე ევროპულ კულტურულ კალენდარში გარდამტეხი პერიოდია, რადგან სულ უფრო ხშირად იმართება საზოგადოებრივი ღონისძიებები, ფესტივალებზე კი მუსიკის, საკვების, კინოსა და ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს ვეცნობით.

ამ კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს შორისაა ჩეხი მხატვრის, კლარა ჰოსნედლოვას ინტერაქციული გამოფენა ბერლინში, ლიტერატურული ფესტივალი სტრატფორდ-აპონ-ეივონში და კინემატოგრაფიულ სამყაროში ახალი ნამუშევარი მკვლელი ჯამბაზების შესახებ.

მცირე ეკრანებზე კი ვნებების აღმძვრელი ახალი ფრანგული დრამა „კარემე“ და რაიან ჯონსონის ემის მფლობელი „ვინოტის“ „პოკერის სახე“ გამოჩნდება.

გამოფენები

კლარა ჰოსნედლოვას გამოფენა

მხატვარი კლარა ჰოსნედლოვა ცნობილია თავისი მასშტაბური, ინტერაქციული ინსტალაციებით, რომლებიც მომავლის უტოპიას წარმოაჩენს. მისი უახლესი ნამუშევარი CHANEL Commission-ისთვის კი ყველაზე  ამბიციურია, რაც კი აქამდე შეუქმნია. უზარმაზარი გობელენების კოლექცია ბერლინის Hamburger Bahnhof-ის 2,500 კვადრატული მეტრის დარბაზს ამშვენებს. ნამუშევრები ბუნებითა და ფოლკლორით არის შთაგონებული, მათ შორისაა აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ჩეხეთ-სლოვაკეთის საზღვართან მდებარე ჰოსნედლოვას სახლს მოგვაგონებს. გამოფენა ბერლინში მიმდინარე წლის 26 ოქტომბრამდე იმართება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე.

გრეისონ პერი: დიდებულების ილუზია

ლონდონში  ლეგენდარული ბრიტანელი მხატვრის გრეისონ პერის მასშტაბური გამოფენა იმართება. აქ წარმოდგენილია როგორც  დინამიკური ციფრული ნამუშევრები, ისე მრავალგანზომილებიანი კერამიკის ნიმუშები. საზოგადოებას შეუძლია,  გაეცნოს მაჯ გილისა და ალოიზ კორბაზის შემოქმედებას.  თუმცა მთავარი მუზა მაინც გილია, რომელმაც უოლესის მუზეუმში ნახატები პირველად 1942 წელს გამოფინა. ნამუშევრების ნახვა ლონდონში 26 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

ღონისძიებები

სტრატფორდის ლიტერატურული ფესტივალი

ლიტერატურული ფესტივალის გასამართად საუკეთესო ადგილი სწორედ ისაა, სადაც შექსპირი დაიბადა. 2008 წელს დაარსებული სტრატფორდის ფესტივალი დიდ ბრიტანეთში კითხვის, წერისა და სწავლის მოყვარულთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წლევანდელ პროგრამაში მონაწილეობენ საინტერესო მომხსენებლები, მათ შორის  მიშალ ჰუსეინი, ჟაკლინ უილსონი, ჯონ ბოინი, რიტა ჩაკრაბარტი და ელისონ სტედმანი. ფესტივალზე ასევე გაიმართება სემინარები მრავალ თემაზე. საზოგადოება გაეცნობა როგორც  ქაღალდის ყვავილების დამზადების ხელოვნებას, ისე შეიტყობს, როგორ არის შესაძლებელი  არტეფაქტების მეშვეობით ოჯახის ისტორიის კვალის დადგენა. თუ გსურთ შთაგონება, სწორედ ამ ადგილს უნდა ეწვიოთ. ფესტივალი დიდ ბრიტანეთში 8 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით იმართება.

ფილმები

ჯამბაზები სიმინდის ყანაში


.

South by Southwest Film & TV Festival-ზე პრემიერის შემდეგ ამ ფილმმა საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.  ადამ ჩეზარეს 2020 წლის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კუინ მეიბრუკის (კეტი დუგლასი) ისტორიას მოგვითხრობს. ახალგაზრდა გოგონა დედის გარდაცვალების შემდეგ მამასთან ერთად კეტლ სპრინგსის პატარა და მშვიდ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. თუმცა იგი მალევე ხვდება, რომ მისი ახალი სახლი ისეთი არ არის, როგორიც თავდაპირველად ჩანდა; მისი ხანდაზმული მეზობლები ჩარჩენილები არიან წარსულში  და გაუკუღმართებული ღირებულებებით ცხოვრობენ. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ სიმინდის ყანებში იმალება საშიში ჯამბაზი, სახელად ფრენდო. ფილმის ნახვა დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 9 მაისიდან შეგეძლებათ.

სერიალები

Carême


.

Apple-ის ახალი ფრანგულენოვანი სერიალი გვთავაზობს სექსს, სუფლესა და ჯაშუშობას ნაპოლეონის პარიზის საკონდიტრო ოსტატის, მარი-ანტუან კარემის (ცნობილი როგორც ანტონენ კარემი) პრიზმით. მსოფლიოში ცნობილ შეფ-მზარეულად აღიარებული  კარემი იყო საფრანგეთის მაღალი სამზარეულოს სცენის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ქმნიდა დახვეწილ და ინოვაციურ ტკბილეულს, კროკემბუშს. თუმცა ის ასევე მონაწილეობდა ჯაშუშობაში, ორგიებსა და იმ პერიოდის ყველა აურზაურში. წინ საკმაოდ დრამატული სერიალი გელით.

Poker Face

 

ნატაშა ლიონი  ენერგიულ ფორმაშია, იგი ჩარლი კეილის ტყუილის გამამჟღავნებელია. პირველ სეზონში ჩარლის მკვლელობაში დადანაშაულების შემდეგ იგი გარბის და გზად ხვდება სხვადასხვა პერსონაჟს, რომელთა ტყუილებიც დამაჯერებელ ანთოლოგიაში იხსნება. ამჯერად ლიონთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები: აკვაფინა (Crazy Rich Asians), სინთია ერივო (Wicked) და ჰეილი ჯოელ ოსმენტი (Blink Twice).

მუსიკა

Arcade Fire: ვარდისფერი სპილო

კანადელი ინდიროკერი Arcade Fire  ბრუნდება მეშვიდე სტუდიური ალბომით, რომელიც 2022 წლის We-ს შემდეგ გამოვიდა. მის სახელწოდებაში ამოვიკითხავთ პარადოქსულ „ვარდისფერი სპილოს თეორიას“, რომლის მიხედვით, რაც უფრო მეტად ვცდილობთ, გავექცეთ აზრებს, მით უფრო თვალსაჩინო ხდება ის ჩვენს გონებაში. ეს ალბომი ჯგუფის პირველი ნამუშევარია მას შემდეგ, რაც ვოკალისტი უინ ბატლერი რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. თუმცა მომღერალმა ბრალდება  საჯაროდ უარყო.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:02
spot_imgspot_img
Send this to a friend