„გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ირანისთვის მკაფიო შეტყობინების გადასაცემად, რომ ეს აღარ გაგრძელდეს“, — განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვიპროსის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
რაკეტა, რომელიც ირანის მხარდაჭერით იემენიდან იქნა გაშვებული, ისრაელის აეროპორტის ღია სივრცეში ჩამოვარდა. დაშავდა ოთხი ადამიანი.
„ცხადია, ჩვენ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჰუთების მხრიდან მთელ მსოფლიოს ემუქრება საფრთხე. დღეს მათ ბენ-გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში.
ჩვენ ამას არ მოვითმენთ. მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს მათ წინააღმდეგ. ვიცით, რომ ისინი მოქმედებენ თავიანთი მფარველის — ირანის — მითითებითა და მხარდაჭერით.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ეფექტური პასუხისთვის”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
Prime Minister Benjamin Netanyahu met today, at the Prime Minister’s Office in Jerusalem, with Cypriot @PresidentCYP Nikos @Christodulides. They first met privately and then held an expanded meeting. 🇮🇱🇨🇾https://t.co/gEXRAgqHqG pic.twitter.com/JbCDB3mqrm
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) May 4, 2025
ეს იყო პირველი შემთხვევა მიმდინარე ომის განმავლობაში, როცა რაკეტა უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. თავდასხმის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ათასობით რეზერვისტის მობილიზება.
იემენელი ,,ჰუსიტები” ისრაელს 2023 წლის ოქტომბრიდან ესხმიან თავს. მიუხედავად იმისა, რომ მათი რაკეტების უმრავლესობა ჩამოგდებულია, ზოგიერთმა ისრაელის საჰაერო სივრცეში შეღწევა მოახერხა.
