მთავარიმსოფლიოევროპამასშტაბური ენერგოშეფერხება ევროპაში

მასშტაბური ენერგოშეფერხება ევროპაში

ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკვე რამდენიმე საათია, მილიონობით მოქალაქეს არ აქვს წვდომა საბანკო ტერმინალებთან, შეფერხებით მუშაობს მობილური ქსელი, ინტერნეტი და სატრანსპორტო სისტემა.

ენერგოპრობლემების გამო მუშაობა შეწყვიტეს მადრიდისა და ლისაბონის საერთაშორისო აეროპორტებმა. გაუქმებულია ასობით ავიარეისი. ესპანეთისა და პორტუგალიის დედაქალაქებში გაჩერებულია რკინიგზა, ასევე ადგილობრივი მეტროპოლიტენები. ზოგიერთი მეტროსადგური დაიხურა. მატარებლები გვირაბებშია გაჩერებული და მიმდინარეობს მგზავრთა ევაკუაცია.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო დაიკეტა მადრიდის მეტროსადგური, ესპანეთი, 28 აპრილი, 2025 წელი Copyright Euronews/Clea Skopeliti

ელექტროენერგიის შეწყვეტამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამედიცინო დაწესებულებების მუშაობა. გადაუდებელი ოპერაციებისთვის ელექტროენერგიას საავადმყოფოების უმრავლესობას სპეციალური გენერატორებით აწვდიან.

ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, სატელეფონო ხაზების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად არ დარეკონ გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე (112) განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე.

ხუან მუნიოზმა საკუთარი მაღაზია ელექტროენერგიის გათიშვის გამო დროებით დახურა, მადრიდი, ესპანეთი, 28 აპრილი, 2025 წელი Copyright Euronews/Clea Skopeliti

ამ დრომდე უცნობია, რის გამო დარჩა მილიონობით მოქალაქე ელექტრომომარაგების გარეშე. ჯერ არც ის არის ცნობილი, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. ესპანეთსა და პორტუგალიაში აცხადებენ, რომ გენერატორებითაც კი დენით მომარაგება საკმარისი მხოლოდ 8-დან 12 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend