კატეგორიები

თურქეთში აქციებისას დაკავებული 102 ახალგაზრდა გაათავისუფლეს

თურქეთში აქციებისას დაკავებული 102 ახალგაზრდა გაათავისუფლეს
სტამბოლის სასამართლომ საპროტესტო აქციებისას დაკავებული 102 ახალგაზრდის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „ბიანეტი“ ავრცელებს.

ადვოკატების მიერ გამოცემისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ დრომდე პატიმრობაში 95-დან 100-მდე ახალგაზრდა რჩება.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახებმა პირობა დადეს, რომ პროტესტი მათი შვილების გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 მარტს სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ექრემ იმამოღლუ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს.

ფართომასშტაბიან დემონსტრაციებს სტამბოლსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ძირითადად სტუდენტები ხელმძღვანელობდნენ. აქციებისას სამართალდამცველებმა 1 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

Related news
თურქეთის პრეზიდენტი ირანს „პროვოკაციული ნაბიჯების“ თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე
სხვა ამბები