კატეგორიები

მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა

მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა
9 ნოემბერს, თურქეთის დასავლეთ პროვინცია იზმირში მდებარე მეტალურგიულ  ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ყველა დაღუპული და დაშავებული ალიაგაში მდებარე) ქარხნის მუშაკები იყვნენ; აღნიშნული საწარმო ქვეყნის ფოლადის მწარმოებელ წამყვან კომპანიებს შორისაა.

ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს ძლიერი დაკვამლიანება და მის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ღრუბელი და ასევე ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ნაგებობა, რომელიც, როგორც ჩანს, ცეცხლშია გახვეული.

იზმირის გუბერნატორის თქმით, აფეთქება გამოიწვია ერთ-ერთმა ამწემ, რომელიც გადაყირავდა და დიდ სამრეწველო ღუმელში ჩავარდა; აღნიშნული ღუმელი თხევადი ფოლადის ჩამოსხმის პროცესში გამოიყენება. მისივე განცხადებით, ინციდენტის დროს ამწის სიახლოვეს 200 მუშაკი იმყოფებოდა.

მუშათა გაერთიანებების ცნობით, „ჰაბაშის“ ქარხანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები დიდი ხანია არსებობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საწარმოში მუშაობისას, სულ მცირე, 11 მუშაკი დაიღუპა.

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ქარხანა 1987 წელს დაარსდა და მას წელიწადში 4,5 მილიონი ტონა ფოლადის წარმოება შეუძლია.

კერძო საინფორმაციო სააგენტო „დემირორენის“ ცნობით, აფეთქებასთან დაკავშირებით ხუთი პირი დააკავეს.

უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსოფლიო ლიდერები და გარემოს დაცვის აქტივისტები თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კერძიდ ანტალიაში შეიკრიბნენ, რათა კლიმატის ცვლილების შეკავების საკითხებზე ემსჯელათ.

დაკავშირებული ამბები
მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ