9 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია დაიწყო.
წლევანდელი კონფერენცია კრიტიკულ პერიოდს ემთხვევა: დედამიწა საგანგაშოდ მიუახლოვდა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ შეუქცევადი ზიანის ნიშნულს, გლობალური დათბობა კი, სავარაუდოდ, 1,5°C-იან ზღვარს გადააჭარბებს.
მსოფლიოს ლიდერები ორკვირიანი გადამწყვეტი მოლაპარაკებებისთვის შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს საკუთარი დღის წესრიგი და პრიორიტეტები აქვს.
მონაწილეები გლობალური დათბობის გამომწვევ უმთავრეს საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა: ენერგიის წარმოებისა და მოხმარების გზები; გამონაბოლქვის შემცირების პროცესის კვლავ სწორ კალაპოტში მოქცევა და ასევე, ფინანსური დახმარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გლობალურ გამონაბოლქვში მცირე წვლილი მიუძღვით, თუმცა კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგებს განიცდიან.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ელექტრიფიკაცია იქნება. მიზანია, 2035 წლისთვის ელექტროენერგიამ მსოფლიო ენერგომოხმარების 35% შეადგინოს.
თუმცა ამასთან თუ სამიტს თურქეთი მასპინძლობს, მოლაპარაკებების წარმართვაში წამყვან როლს ავსტრალია შეასრულებს.
შეერთებულმა შტატებმა უკვე მეორე წელია, რაც ოფიციალური დელეგაცია არ გაგზავნა, თუმცა სამიტს კონგრესის წევრები და ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კლიმატის კონფერენცია 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. მისი შედეგი კი კონსენსუსზე დაფუძნებული კლიმატის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების პაკეტი იქნება და ამასთან პარალელური დღის წესრიგის მიღება, რომელიც ნებაყოფლობით ქმედებებს მოიცავს.
