საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მედიას საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების წინასასამართლო სხდომების შეფასება წარუდგინეს.
საიას განცხადებით რამდენიმე პრობლემა იკვეთება, მათ შორის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო სრულად დასაშვებად ცნობს პროკურატურის ანუ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.
მათი თქმით გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი, მზია ამაღლობელის საქმე, სადაც მოსამართლემ დასაკითხ პირთა სიიდან ერთი მოწმე აღარ გამოჰკითხა.
ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრობლემაა ის, რომ სასამართლო ცდილობს სხდომებზე საჯაროობა შეზღუდოს, რის მაგალითადაც მოჰყავთ 11 პირის წინასასამართლო სხდომა.
