მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

გასეირნება ძველ ეგვიპტეში, დემონური მაიმუნები, დევიდ ბოუის მიერ შთაგონებული ნახატები და რობერტ დე ნიროს პირველი მთავარი როლი Netflix-ის ახალ პოლიტიკურ სატელევიზიო სერიალში

თებერვალში სულ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დრო სწრაფად გადის, თუმცა ბევრი რამ არის, რითიც დროის გატარებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ფოკუსირებული ვიყავით ლონდონში მიმდინარე ორ გამოფენაზე, ჩვენ ასევე გავაშუქეთ Nxt მუზეუმის ტექნოლოგიური ჩვენება სახელწოდებით  ‘Still Processing’, და ხელოვნების ახალი ინიციატივა ფინეთის ქალაქ ოულუში, რომელიც  2026 წლის ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.

ამ კვირაში ასევე გრძელდება ბერლინის კინოფესტივალი, სადაც იმ უამრავი ფილმის პრემიერა შედგება, რომელსაც მაყურებელი ასე ელის . ევრონიუსის კინოკრიტიკოსი დევიდ მოურიკვანდი კი მიმოხილვებს, ინტერვიუებსა და უახლესს ინფორმაციას  მოგვაწვდის- ასე რომ, თვალყური ადევნეთ ჩვენს რუბრიკას.

ხოლო ფილმებზე საუბრისას, დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 21 თებერვალს უოლტერ სალესის ოსკარზე ნომინირებული ნამუშევროის I’m Still Here პრემიერა შედგება, რაზეც აუცილებლად ღირს ყურადღების გამახვილება.

გამოფენები

Sophie von Hellermann: Moonage

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში პილარ კორიასის გალერეაში 22 მარტამდე გერმანელი ხელოვანის სოფი ვონ ჰელერმანის გამოფენა იმართება. იგავ-არაკებითა და მითოლოგიით შთაგონებული მისი ნახატები ქვეცნობიერ სამყაროში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ადგილები და ადამიანები სიზმრის მსგავს მოძრაობებში არიან აღბეჭდილი. მისი ნამუშევრები სახელწოდებით “მთვარე”, რომელშიც თითქოს შერწყმულია რომანტიკისა და სიმყუდროვის კოსმოსური ენერგია,  პატივს მიაგებს დევიდ ბოუის და მის საკულტო ანდროგენულ პერსონაჟს ზიგი სტარდასტს. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია.

Making Egypt

იცოდით თუ არა, რომ ძველმა ეგვიპტელებმა კბილის პასტა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წელს, მარილის ყვავილებთან შერევით გამოიგონეს? ამ ძირძველმა ცივილიზაციამ  თანამედროვე საზოგადოებების მრავალი საფუძველი განავითარა და  დღემდე განაგრძობს ჩვენი წარმოსახვის მოხიბვლას და გაკვირვებას.

ლონდონის Young V&A-ში ახალი გამოფენა სწორედ ამაზეა და დამთვალიერებლებისთვის არქივიდან 200-ზე მეტი ეგვიპტური თემატიკის ნივთია გამოტანილი, რომლებიც აქამდე არასდროს ყოფილა გამოფენილი. 3000 წლის წინანდელი ხის სამგლოვიარო ნავიდან დაწყებული, გიზას დიდი პირამიდის თანამედროვე LEGO-ს კონსტრუქციამდე, გამოფენა მოგვითხრობს ძველ ეგვიპტეში არსებულ კრეატიულობასა და ინოვაციებზე და, როგორ მოქმედებს ის მსოფლიოზე დღესაც.

ღონისძიებები

Fête du Citron (Lemon Festival)

“Cité des Citrons”! ამ ყოველწლიურ ღონისძიებას არ დაუკარგავს თავისი ხიბლი მას შემდეგ, რაც ხმელთაშუა ზღვის ფრანგულ კურორტზე ფორთოხლისა და ლიმონის ცნობილი ფესტივალის აღნიშვნა დაიწყო.  1934 წელს დაწყებული ტრადიციის ფარგლებში ქალაქის ქუჩები ივსება ლიმნებითა და ფორთოხლით გაფორმებული სხვადასხვა კომპოზიციებითა და ნამუშევრებით. ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრადიცია, რომელიც ნათელი ფერებითა და მღელვარებით მიესალმება გაზაფხულის მოახლოებას. ფესტივალი საფრანგეთში, კერძოდ მენტონში 15 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით იმართება.

ფილმები

The Monkey

Better Man-ში ბრიტანელ პოპ-ვარსკვლავ რობი უილიამსიდან დაწყებული, შეპყრობილი სათამაშო მაიმუნით დამთავრებული, პრიმატები შესაძლოა კინოთეატრების ახალი გმირები გახდნენ.  2024 წლის ფილმის Longlegs-ის რეჟისორი ოსგუდ პერკინსი სტივენ კინგის მოთხრობაზე ფილმი გადაიღო. ორი ტყუპ ძმა (ორივეს როლს თეო ჯეიმსი ასრულებს) მთელი ცხოვრება თითქოს დათარსულია მაიმუნის სათამაშოს არსებობით, რომელიც ყველას საშინელ სიკვდილს იწვევს, ვინც მასთან შეხებაში შედის. ოცდახუთი წლის შემდეგ, ძმებს ეგონათ, რომ სათამაშო გაანადგურეს, თუმცა ის ხელახლა შემოდის მათ ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ იწვევს სასტიკ, სისხლით გაჟღენთილ განადგურებას.

The Berlin film Festival 2025

75-ე ბერლინალე, მსოფლიოს უდიდესი კინოფესტივალი საზოგადოებისთვის, გასულ კვირას (13 თებერვალს)  ტომ ტიკვერის ფილმით Das Licht-ით (სინათლე) გაიხსნა. ჩვენმა კინო კრიტიკოსმა დევიდ მოურიკანდმა მას  “ამბიციური, მოუხერხებელი და საბოლოოდ აუტანელი იგავი უწოდა” – მაგრამ საბედნიეროდ, წინ კიდევ ბევრი, რამ (იმედია კარგი) გველოდება! პრესკონფერენციებიდან დაწყებული ყველა კონკურსის ფილმის ექსკლუზიურ ინტერვიუებამდე და მიმოხილვამდე, თვალი ადევნეთ ჩვენს მიერ ამ ღონისძიების გაშუქებას  – და არ დაგავიწყდეთ გადახედოთ ჩვენს ათი ყველაზე მოსალოდნელი ფილმის სათაურებს.

ტელევიზია

Zero Day

რობერტ დე ნირო, როგორც იქნა სატელევიზიო სერიალში მთავარ როლში გამოჩნდა! იგი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის როლს თამაშობს, რომელსაც ევალება წარმართოს გამოძიება დამანგრეველი გლობალური კიბერთავდასხმის თაობაზე, რის შედეგადაც რამდენიმე ფატალური შედეგი დადგა. კორუფციის, ძალაუფლებისა და დეზინფორმაციის თემებში ჩაღრმავების ფონზე, შოუ დრამატული და დაძაბულია – მაშინაც კი, როდესაც დე ნირო აცხადებს, რომ დღევანდელი რეალური სამყარო გაცილებით უფრო საშიშია. ახალი სერიალი ნეტფლიქსზე 20 თებერვლიდან გავა.

ასევე ამჟამად საყურებლად რეკომენდებულია: თეთრი ლოტუსი, ყვითელი ქურთუკები და სევერანსი – იხილეთ მიმდინარე და მომავალი სატელევიზიო გადაცემების სრული სია, რომლითაც წელს ყველაზე მეტად ვართ აღფრთოვანებული.

მუსიკა

ბრიტანელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის სემ ფენდერის მესამე ალბომის გამოშვებას,  გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა ეს იყო მიზანმიმართული არჩევანი. გასული წლის ნოემბერში სოციალურ მედიაში გამოქვეყნებისას, ფენდერმა განაცხადა, რომ მან და ჯგუფმა ამ სიმღერებს ბოლო ორი წლის განმავლობაში არჩევდნენ, იმ დროს ბევრი, რამ ჩაწერეს და დიდხანს იმსჯელეს იმაზე, თუ რა იქნებოდა შემდეგი.

30 წლის მუსიკოსმა ალბომის პრემიერამდე ორი სინგლი გამოუშვა: “Arm’s length” და “People watching”, რომელთაგან უკანასკნელის მუსიკალურ კლიპში ყველასათვის ცნობილი და აღიარებული ირლანდიელი მსახიობი ენდრიუ სკოტ გამოჩნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend