მთავარიEuropean Unionევროკავშირში ელექტროენერგიის 47% მზისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის

ევროკავშირში ელექტროენერგიის 47% მზისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის

ევროკავშირში ელექტროენერგიის 47% ახლა მზისა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის. ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ ისწრაფვის ევროკავშირი სუფთა ენერგიაზე გადასასვლელად.

კლიმატის ენერგეტიკის კვლევითი ცენტრის Ember-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ელექტროენერგიის თითქმის სამი მეოთხედი სუფთაა, ანუ არ არის ასოცირებული ჰაერში იმ აირების გამოყოფასთან, რომლებიც ატმოსფეროში სათბურის ეფექტს განაპირობებს. გარდა ამისა, ბლოკში ელექტროენერგიის 24% ბირთვულ ენერგიაზე მოდის.

ეს მონაცემები გაცილებით მაღალია, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა შეერთებული შტატები და ჩინეთი, სადაც ენერგიის თითქმის ორი მესამედი კვლავ იწარმოება ნახშირბადით დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავებისგან — ესენია ქვანახშირი, ნავთობი და გაზი.

ექსპერტები ემხრობიან ევროპის მიერ წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ აშშ ემისიების გაზრდას აპირებს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ბუნებრივ აირს გააიაფებს და გააუქმებს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებულ პროგრამებს, ელექტრომანქანების წარმოების მხარდაჭერის შესახებ.

„ჩვენს ანგარიშში, რომელიც წარმოადგენს 2024 წლის ევროპის ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვას, აღმოვაჩინეთ, რომ ევროპა სუფთა ელექტროენერგიაზე სწრაფად გადადის.  წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ევროპაში პირველად, მზის ენერგიის წილი უფრო მაღალია, ვიდრე ნახშირბადის. ვფიქრობ, ეს მიუთითებს წიაღისეული საწვავის შემცირებაზე. ევროპა უკვე იღებს სარგებელს ამ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. ასე რომ, მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სუფთა ენერგიაზე გადასვლა, ქარისა და მზის ენერგიის ზრდა დაეხმარა ევროპას, დაეზოგა 59 მილიარდი ევრო, რომელიც  ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო წიაღისეული საწვავის იმპორტში უნდა დაეხარჯათ“, – ამბობს ენერგეტიკის ექსპერტი ჰარის როსლოუ.

2024 წელს მზის ენერგიით ევროკავშირის ელექტროენერგიის 11% გამომუშავდა და ამ მაჩვენებელმა გადაუსწრო ქვანახშირით წარმოებულს, ხოლო ქარის ენერგიით უკვე ზედიზედ მეორე წელია მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ვიდრე ბუნებრივი აირით.

ევროპის სუფთა ენერგიაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წელს მიღებული ევროპის მწვანე შეთანხმებაა, რომელმაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის განახლება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თაობაზე.

შეთანხმების შედეგად, ევროკავშირმა უფრო ამბიციური გახადა თავისი მიზნები, რომლებიც ათწლეულის ბოლომდე რეგიონის ემისიების 55%-ით შემცირებას ითვალისწინებდა.

ახალი პოლიტიკა ასევე მიზნად ისახავს, 2050 წლისთვის ევროპა გახდეს კლიმატნეიტრალური, ემისიების კიდევ შემცირებითა და მათი ოდენობის ნულამდე დაყვანით.

პორტუგალიაში, ნიდერლანდებსა და ესტონეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სუფთა ენერგიის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სუფთა ელექტროენერგიაზე გადასვლის შემდეგ ევროპამ 2019 წლიდან დაზოგა 61 მილიარდ დოლარზე მეტი, რომელიც წიაღისეული საწვავის შემოსატანად უნდა გადაეხადა.

უახლესი

სხვა ამბები

00:00:48
spot_imgspot_img
Send this to a friend