კატეგორიები

ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ავიაიერიში მიიტანა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაიჭრა. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი ამ არეალში კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებდნენ. ჯენინი ისრაელ-„ჰამასის” 15-თვიანი ომის დროს ხშირად იყო ისრაელელთა რეიდების სამიზნე. დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ მკვეთრად იმატა მას შემდეგ, რაც ღაზაში კონფლიქტი დაიწყო. ისრაელელთა სამხედრო ოპერაციებს 800-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ღაზაში კი მესამე დღეა, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. მოქალაქეები უბრუნდებიან თავიანთ სახლებს, თუმცა ახლა იქ მხოლოდ  ნანგრევებია.

ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ აქაურობა აგურისა და ბეტონის გროვადაა გადაქცეული. ამ ყველაფრის გაწმენდას ორი წელი დასჭირდება, კარვის გაშლაც კი შეუძლებელია.

გაეროში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ღაზაში დახმარებით სავსე 900-ზე მეტი სატვირთო შევიდა.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები