მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

პარიზის ფოტოჟურნალისტიკა, იტალიური რენესანსის იშვიათი ნიმუშების გამოფენა ლონდონში, ანდრეა არნოლდის ფილმი „ჩიტი“ და როკ-ჯგუფ Primal Scream-ის ახალი ალბომი – მხოლოდ ნაწილია ევროპის ყველაზე საინტერესო კულტურული ცხოვრებისა ამ კვირაში.

რაც შეეხება გამოფენებს, პარიზში Réfectoire des Cordeliers-სა და ორსეს მუზეუმში (Musée d’Orsay) მიმდინარეობს ფოტოჟურნალისტიკაში კარმინიაკის პრიზის მფლობელთა (Prix Carmignac du Photojournalisme)  მე-14 გამოფენა. წლევანდელი გამოფენის თემაა ქალებისა და უმცირესობების უფლებები ავღანეთში 2021 წლის აგვისტოში „თალიბანის” რეჟიმის დაბრუნების შემდეგ. წელს Prix Carmignac du Photojournalisme-ის მთავარი ჯილდო გადაეცა ირანული წარმოშობის კანადელ ფოტოჟურნალისტ კიანა ჰაეირის  6 თვიანი პროექტისთვის და ფრანგ მკვლევარს მელისა კორნეტს,  რომელიც 100-ზე მეტ ავღანელ ქალს შეხვდა და ამ გზით შეაგროვა დოკუმენტური მასალა, თუ როგორ ირღვეოდა ქალთა უფლებები სახელმწიფოს მიერ. ამ ორი ხელოვანის  შესანიშნავი ნამუშევრების გამოფენა ორ სივრცეში იგეგმება: Réfectoire des Cordeliers-ის დარბაზი გამოფენას 18 ნოემბრამდე უმასპინძლებს, შემდეგ  ორსეს მუზეუმის „სოლფერინოს პორტის“ Port of Solférino დარბაზში გადაინაცვლებს, სადაც 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ფოტოჟურნალისტ კიანა ჰაეირის ნამუშევარი

იტალიური რენესანსი იყო ხიდი ახალ სამყაროსთან, რომელმაც შემდეგი 5 საუკუნის  ხელოვნების საფუძვლები და მოთხოვნები განსაზღვრა. რენესანსის შემოქმედთა შორის საყოველთაოდ ცნობილი ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელისა და ტიციანის გარდა  ნაკლებად ცნობილი სახელებიც არიან. სწორედ მათი შემოქმედებაა წარმოდგენილი ლონდონის ბუკინგემის სასახლეში მიმდინარე გამოფენაზე სახელწოდებით „იტალიური რენესანსის მხატვრობა“.  ეს გამოფენა აჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა ხატვა 1450-1600 წლებში. გამოფენაზე გამოტანილი ნამუშევრებიდან  30-ზე მეტი ნამუშევარი პირველად არის გამოფენილი, 12 ნამუშევარი კი გაერთიანებულ სამეფოშია პირველად გამოტანილი. ნახატები 2025 წლის 9 მარტის შემდეგ ისევ საცავში უნდა დააბრუნონ.

ფოტოჟურნალისტიკას მსოფლმხედველობისა და თავად მსოფლიოს შეცვლაც შეუძლია, რადგან უბრალოდ კადრს კი არ იჭერს, არამედ მთელ ამბავს ჰყვება, სავსეს ემოციითა და შინაგანი განწყობით. სწორედ ასეთ ძლიერ ფოტოჟურნალისტიკას ეძღვნება პარიზში გამოფენა „ფოტოჟურნალისტიკის ღამე“. მისი რიგით მეორე გამოფენა ფესტივალ PhotoSaintGermain-ის ნაწილია. ეს ფესტივალი მთელი მსოფლიოს ფოტოჟურნალისტებს უყრის თავს, რათა ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილონ, როგორებიცაა ადამიანის უფლებების დარღვევა და გლობალური საკითხები. გამოჩენილი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებს ღამის ცაზეც გამოსახავენ.

9-17 ნოემბერს იტალიის ქალაქ კრემონაში  ცხრა დღიანი „ტურონის ფესტივალი“ იმართება, რომლის ფარგლებშიც აჩვენებენ თუ როგორ მზადდება ნუგა,  იმართება ცოცხალი მუსიკის კონცერტები და მსვლელობები, წარმოდგენები. ფესტივალზე მისულებს შეუძლიათ ნუგა 150 სხვადასხვა მწარმოებლისაგან იყიდონ, როგორც იტალიური, ისე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი. ტურონი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გავრცელებული ნუგაა, რომელიც თაფლით, შაქრით, კვერცხის ცილითა და მოხალული ნუშით ან სხვა თხილეულით მზადდება.

კარგი ფილმის ნახვა ნამდვილი სიამოვნებაა და სწორედ ეს გელოდებათ, თუ ნახავთ ანდრეა არნოლდის ახლა ფილმს „ჩიტი“, რომელიც სოციალური და ჯადოსნური რეალიზმის ნაზავია. ფილმის სიუჟეტი გაერთიანებული სამეფოში კენტის საგრაფოს საკმაოდ ღარიბ უბანში ვითარდება. 12 წლის გოგონა, რომელსაც შესანიშნავად თამაშობს ნაიკია ადამსი, ფაქტობრივად ივიწყებს თავის უფერულ ყოფას და ექსცენტრულ მამას, როდესაც ხვდება ტრანსცენდენტური ენერგიის მქონე უცნობს, სახელად ჩიტს, რომელსაც ფრანც როგოვსკი ასრულებს. ეს ორი ადამიანი ეხმარება ერთმანეთს ყოველდღიური სირთულეები გადალახონ და იმედი არასდროს დაკარგონ.

.

რაც შეეხება გონიერ დათვს, პადინგტონს, ის ისევ დადის ყოველი შემთხვევისთვის ქუდში დამალული მარმელადის სენდვიჩით, რადგან  ამ კვირაში გაერთიანებულ სამეფოში „პადინგტონის“ მესამე გამოშვება იგეგმება. ამჟამად მაყურებელი პადინგტონის დეიდას ესტუმრება, რომელიც პერუში ცხოვრობს.

.

და ბოლოს, შეეცადეთ აუცილებლად ნახოთ  პორტუგალიელი რეჟისორის მიგელ გომეშის  ბოლო ფილმი „დიდი მოგზაურობა“ (Grand Tour). მიგელ გომეშმა წელს ამ ეპოქალური ფილმით კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის.

.

გირჩევთ ასევე ნახოთ Disney+-ზე დეტექტიური სერიალი „მოხუცი კაცი“ (The Old Man), რომლის სიუჟეტიც პენსიაზე გასული ჯაშუშია. მას არ ასვენებს საკუთარი წარსულიდან ფედერალური ბიუროს აგენტი, რომელთან ერთადაც ერთი ქალის ემილი ჩეიზის კვალს მისდევს. მაყურებელი უამრავი ბნელი საიდუმლოს გახსნის მომსწრე გახდება.

.

რაც შეეხება მუსიკას. უკვე რვა წელი გავიდა, რაც შოტლანდიურმა როკ-ჯგუფმა Primal Scream -მა ბოლო ალბომი ‘Chaosmosis’ გამოუშვა. და მისი ახალი ალბომი ‘Come Ahead’ ისევ ინარჩუნებს ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელ ტემპერამენტს, არ ღალატობს ფანკის ჟანრს. ძველი კარგად ნაცნობი განცდა ისევ სავსეა პოლიტიკური გზავნილებით.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend