კატეგორიები

საქართველო VS ALL Blacks XV

საქართველო VS ALL Blacks XV
საქართველოს რაგბის ნაკრები საშემოდგომო სერიის პირველ მატჩში მონპელიეში ALL Blacks XV-ს შეხვდა და დაძაბულ თამაშში 13:31 დამარცხდა.

ქართველი მორაგბეები მატჩის დასაწყისიდანვე დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ, შეხვედრა დათმეს.

8 ქულით ბორჯღალოსნების რიგებიდან საუკეთესო იყო ლუკა მატკავა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 17 ნოემბერს გენუაში იტალიასთან გამართავს, 24 ნოემბერს კი რიჩარდ კოკერილის გაწვრთნილი ბორჯღალოსნები თბილისში ტონგას ნაკრებს უმასპინძლებენ.

“ჩვენ მოგება ნამდვილად არ დაგვიმსახურებია. თუმცა ჯამში კარგი თამაში ვაჩვენეთ, უბრალოდ ცოტა მეტი სიზუსტე და დაკვირვებულობა გვმართებდა. ზელანდია ძალიან კარგი გუნდია, უმაღლესი დონის რაგბის თამაშობენ. კონტაქტისას ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ, ხოლო ასეთი მაღალი დონის გუნდები ბევრ შეცდომას არ გბატონობენ და საბოლოოდ ისჯები. ამ წაგებითაც ბევრი რამ ვისწავლეთ, თამაშის პროცესში მებრძოლი სულისკვეთება ვაჩვენეთ”,-საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

დაკავშირებული ამბები
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები