კატეგორიები

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
ლუის დე ლაფუენტეს გუნდმა მოქმედი ჩემპიონმა არგენტინის ნაკრები 1-0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. „ლა როჯამ“ არგემტინას ერთდადერთი გოლი 116 წუთზე გაუტანა და 16 წლის შემდეგ კვლავ აღმართა მსოფლიო თასი.

„ერთ ფრაზას ვიმეორებდით: ისტორიასთან გვაქვს პაემანი, მოდით, იქ პირველები მივიდეთ. დამატებითი დროის დაწყებამდე ფეხბურთელებს შევახსენე, რომ შესანიშნავად ვთამაშობდით და მატჩს ვაკონტროლებდით. მაგრამ ფინალში, ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც არგენტინაა, კონცენტრაციის ნებისმიერ მომენტში ერთი წამით დაკარგვაც კი შეიძლება გოლის ფასად დაგვჯდომოდა. ინტენსივობა და კონცენტრაცია მატჩის ბოლომდე უნდა შეგვენარჩინებინა“, - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ.

ფინალი, სადაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს და სამხრეთ ამერიკის მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდა, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ძირითადად ესპანეთის ნაკრები აკონტროლებდა. არგენტინის ნაკრებმა კარისკენ პირველად მეორე დამატებული ტაიმის ბოლოს დაარყა. გუნდეს პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი სახიფათო მომენტები არ შეუქმნიათ. ხოლო მეორე ტაიმში ესპანეთმა არგენტინის კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა დამაჯერებელი იყო არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი. მან ჯამში 11 სეივი გააკეთა, რაც ფინალების ისტორიაში როკორდული მაჩვენებელია. არგენტინელთა შემადგენლობაში ბურთს ყველაზე მეტჯერ 62-ჯერ სწორედ დიბუ მარტინესი შეეხო.

მატჩის მიწურულს 93 წუთზე, მატჩის მთავარმა მსაჯმა ენცო ფერნანდეს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. პირველ დამატებულ ტაიმში ნიკო ვილიამსის გოლი ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ არ ჩაითვალა. თუმცა ესპანეთის ნაკრებმა დაწინაურება მაინც მოახერხა. მეორე დამატებითი ტაიმის სტარტზევე ნიკო ვილიამსმა ბურთი თავით შეცვლაზე შემოსულ ფერან ტორესს დაუგდო, რომელმაც ძლიერი დარყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ესპანეთის ნაკრები, რომელიც საპრიზო ფონდიდან 51 მილიონ დოლარს მიიღებს, წლევანდელ მუნდიალზე ერთხელაც არ ყოფილა ჩამორჩენაში და ჯამში ზედიზედ 38 მატჩია არ წაუგია. შესაბამისად, ინდივიდუალური ჯილდოებიც ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს გადაეცა. საუკეთესო ფეხბურთელი როდრი გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კუბარსი, ხოლო საუკეთესო მეკარის ჯილდო სიმონს გადაეცა, რომელმაც მუნდიალზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

„ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოყენებულ ყველა ჩემს ხელთათმანს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ალბათ იტყოდნენ, რომ სხვა მეკარეების ხელთათმანებთან შედარებით იმდენი მუშაობა არ მოუწიათ. თანაგუნდელები დამეხმარნენ, რომ გოლი 7 მატჩი არ გაგვეშვა. ვფიქრობ, ასეთი მაჩვენებლის გამეორება მომავალში ძალიან რთული იქნება. ამაში პირად დამსახურებას ვერ ვხედავ. ეს მთლიანად ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომელთა წყალობითაც მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ამიტომ ძალიან ვამაყობ და მადლობელი ვარ თითოეული გუნდელის, რომ ასეთი მაღალი დონის დაცვის ხაზი შევინარჩუნეთ“, - ამბობს ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი.

მსოფლიო ჩემპიონატს კი ლეო მესი დაემშვიდობა. არგენტინის ათიანმა მეორე ვერცხლის მედალი მოიგო და სტადიონი აცრემლებულმა დატოვეა. ლიონელ მესი მხოლოდ მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის სამ ფინალში ითამაშა და ყველაზე პრესტიჟული ტიტული 2022 წლის მსოფლიოზე მოიგო. ჯამში ლეო მესიმ 6 მუნდიალზე 34-ჯერ მოირგო არგენტინის ნაკრების მაისური და 21 გოლი და 12 ასისტი დააგროვა. მესის მსგავსად, ცრემბლებს ვერ იკავებდა, არგეტნინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი, რომელმაც მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია ნაადრევად დატოვა.  

„სიმართლე გითხრათ, ლეოსთან ჯერ არ მისაუბრია. რაც შეეხება ჩემს მომავალს, პრეზიდენტს დაველაპარაკები. დაახლოებით ვიცი, რა მინდა გავაკეთო. კონტრაქტის ბოლომდე დავრჩები, დანარჩენს შემდეგ გადავწყვეტ. მართლა ვგრძნობ, რომ... არ ვიცი... დასაფიქრებისთვის დრო მჭირდება. არ ვიცი, კიდევ ოდესმე თუ შევძლებ ასეთი მასშტაბური წარმატების მიღწევას... მადლობელი ვარ პრეზიდენტის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, აქ მემუშავა. ეს პოზიცია ნებისმიერი ადამიანისთვის ახდენილი ოცნებაა. ჩვენ, სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა ყველაფერი გავიღეთ. ვფიქრობ, სრულიად სამართლიანია, თუ ახლა საკუთარ თავს დაფიქრების დროს მივცემ. ეს ადგილი შესანიშნავია, მართლაც შესანიშნავი. ეს ახდენილი ოცნებაა. ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია... ვცდილობ გავჩერდე და დავფიქრდე, მაგრამ... არც მე და არც სამწვრთნელო შტაბის რომელიმე წევრს არასოდეს გვიფიქრია, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. იმისთვის, რომ ეს გზა გაგრძელდეს, ბევრი რამ არის საჭირო. უპირველეს ყოვლისა, ყველაფრის თავიდან დაწყება და ისეთი გუნდის ხელახლა ჩამოყალიბება, როგორიც ეს იყო. ასეთი ჯგუფის გამეორება ძალიან რთული იქნება. ახლა სული მტკივა... მაპატიეთ“, - თქვა არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ.

ესპანეთის ნაკრები კი სამშობლოში გულშემატკივრებთან ერთად განაგრძობს მსოფლიო ჩემპიონობას. ფეხბურთელების დასახვედრად ათობით ათასი გულშემატკვარი მადრიდის ქუჩებშია გამოსული.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია