ღაზაში თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე ომისა და დაძაბულობის ფონზე იემენიდან ნასროლი შორ მანძილზე მოქმედი რამდენიმე რაკეტა ცენტრალურ ისრაელში ჩამოვარდა. მიყენებული ზიანისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ.
ცენტრალური ისრაელის დაუსახლებელ რაიონში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივმა მედიამ საბრძოლო მასალის ფრაგმენტების ამსახველი კადრები გაავრცელა. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებული ომის შემდეგ იემენის ჰუსიტები დრონებითა და რაკეტებით პერიოდულად ესხმიან თავს ისრაელს. თუმცა ისრაელი რაკეტების უმეტესობას წითელი ზღვის თავზე ანეიტრალებს.
ღაზაში მიმდინარე ომს უარყოფითი შედეგი აქვს მთელ რეგიონზე, ხშირია საპასუხო იერიშები, რომლებიც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტს. როგორც ცნობილია, ირანი მთელ რეგიონში უჭერს მხარს მებრძოლთა დაჯგუფებებს, მათ შორის „ჰამასს“, ჰუსიტებსა და ლიბანის „ჰეზბოლას“.