მთავარისაქართველოსაერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო

საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.

საერთაშორისო მართვის მოწმობა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთი წლის ვადით გაიცემა. დოკუმენტი მოქმედებს ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

ასევე მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცემა  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომელიც მოქმედია 3 წელი. საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ეროვნული მართვის მოწმობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend