მთავარიაზიაბანგლადეშიბანგლადეშის დროებით მთავრობას სტუდენტები ხელმძღვანელობენ

ბანგლადეშის დროებით მთავრობას სტუდენტები ხელმძღვანელობენ

რამდენიმეკვირიანი ძალადობრივი დაპირისპირების შემდეგ, ბანგლადეშის სტუდენტები მათ მიერ ჩამოყალიბებულ დროებით მთავრობას განკარგავენ.

დაკაში, ბანგლადეშის დედაქალაქში ქუჩებს სტუდენტები პატრულირებენ.

აჩერებენ მძღოლებს, უმოწმებენ მართვის მოწმობებს და ღვედების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

სტუდენტების განკარგულებაშია ბანგლადეშის დროებითი მთავრობაც, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას გადადგომიდან რამდენიმე დღეში ჩამოაყალიბეს.

შეიხ ჰასინა ბანგლადეშის მთავრობას 20 წელზე მეტი მართავდა. დროთა განმავლობაში კი მისი მმართველობა სულ უფრო და უფრო ავტოკრატიული გახდა.

სტუდენტების პროტესტი თავდაპირველად საჯარო სამსახურში კვოტირების სისტემის გაუქმების მოთხოვნით დაიწყო, რომელიც სახელმწიფოსთან ძალადობრივ დაპირისპირებაში  გადაიზარდა. შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლი, შეიხ ჰასინამ კი ქვეყანა დატოვა.

მიუხედავად მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერისა, ბევრი შიშობს სტუდენტების გამოუცდელობის გამო. ასევე, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ როდის დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს დროებითი მთავრობა.

სტუდენტი მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ საარჩევნო პროცესის დაწყებამდე აუცილებელია, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმა, წარსულის პოლიტიკური დინასტიების მიერ მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.

მთავრობის მეთაური, ნობელის ლაურეატი ეკონომისტი მუჰამედ იუნუსი მიიჩნევს, რომ ყველა სამინისტროში უნდა იყვნენ სტუდენტები. მათ თანახმად კი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმაა.

თუმცა, ექსპერტების თქმით, დროებით მთავრობას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების მანდატი არ აქვს.

ამ დროისთვის, ბანგლადეშელი სტუდენტები რამდენიმე კვირიან სისხლიან დაპირისპირებასთან შეგუებას ცდილობენ. ასუფთავებენ სახლებს და უნივერსიტეტების კამპუსებს, რომლებიც აქციების დროს დაზიანდა. დემონსტრაციების ჩახშობის მცდელობების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 300 და დაშავდა ათიათასობით მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend