„გვაღელვებს ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის. ამისთვის ვართ აქ, რომ ჩვენი წუხილი გამოვთქვათ, ასევე შევთავაზოთ ჩვენი ერთგულება და მხარდაჭერა, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს მყარი ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის. ველით იმ დროს, როდესაც ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება”, – ამის შესახებ კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა თბილისში გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოდან იმყოფებიან. მათ დღეს, 11 აგვისტოს, თბილისში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მათ ისაუბრეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ევროატლანიკურ ინტეგრაციასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
.@SenShaheen and @RepTurner met with @ModGovGe. They expressed concern about the Georgian government’s false narratives that led to the postponement of Exercise Noble Partner. They discussed Georgia’s unique security situation and Russia’s continuing occupation, along with the… pic.twitter.com/Dsgnrp6RAK
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) August 10, 2024
„წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, ხელი შევუწყოთ მათ დემოკრატიული ინსტიტუციების აგებაში, რათა მათ უზრუნველყონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მსოფლიოში ვხედავთ აგრესიულ გამოვლინებას ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, რომლებიც დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებენ. ეს ვიხილეთ, ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისას”, – განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა.
პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, ეს არჩევნებია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ჩამოვიდნენ ის და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში. მისი განცხადებით, აშშ-ს სურს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
„გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში ჩამოვიდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და შესაძლებლობა მიეცეთ დააკვირდნენ პროცესს და უზრუნველყონ არჩევნების სათანადო ჩატარება, ისევე როგორც ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს”, – განაცხადა სენატორმა.
Civil society plays a crucial role in Georgia’s democratic and Euro-Atlantic path, including through these organizations’ work to ensure free and fair elections. During their meeting, @SenatorShaheen and @RepTurner emphasized the U.S. commitment to supporting a free and fair… pic.twitter.com/vmil83tY3Q
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) August 10, 2024
ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს. ასევე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. ამერიკელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში დღეს, 11 აგვისტოს, სრულდება.