კატეგორიები

ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა

ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა
ვენაში, ტერაქტის საფრთხის გამო, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა.

კონცერტები მას შემდეგ გააუქმეს, რაც ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სავარაუდო თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული პირი ავსტრიის 19 წლის მოქალაქეა, რომელმაც ივლისის დასაწყისში „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ „ერთგულების ფიცი“ დადო.

ის ავსტრიის ქალაქ ტერნიცში დააკავეს, მეორე პირი კი ვენაში. კონცერტები დღეიდან 10 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, სადაც ყოველდღიურად დაახლოებით 65 000 სტუმარს ელოდებოდნენ.

დაკავშირებული ამბები
ავსტრიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში ათასობით ადამიანმა პატივი მიაგო თავდასხმის შედეგად დაღუპული მოზარდის ხსოვნას
სხვა ამბები