კატეგორიები

ავსტრალიას გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვება სურს

ავსტრალიას გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვება სურს
ავსტრალია 2029 წლიდან გაეროს უშიშროების საბჭოში გაწევრიანებისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომელმაც 2029-30 წლებისთვის არამუდმივი წევრის სტატუსის მოსაპოვებლად კამპანიის წამოწყება დააანონსა.

ამ საქმეში მას პარტნიორების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს, განსაკუთრებით  წყნარი ოკეანის ქვეყნებისა და სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ერთა გაერთიანების. მეზობლებთან ერთად რჩეულთა საბჭოში მოხვედრაში ავსტრალიის ლიდერის თქმით სხვა სახელმწიფოებთან ძლიერი პარტნიორობაც აიმედბეს, კერძოდ ის, რომ  ინიციატივას ევროპელი,აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი პარტნიორების მხარდაჭერაც ექნება.  მიზნის მისაღწევად მისივე თქმით კამპანიისთის მოკრძალებული ფინანსური კონტრიბუციაა განსაზღვრული.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ 2029 და 2030 წლებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრობისთვის ავსტრალიის კამპანიას ვიწყებ. ავსტრალია მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა და მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საუკეთესო დღეlები ჯერ კიდევ წინ არის. გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლო წევრობის მეშვეობით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ იმ გლობალური საკითხების ფორმირებაში, რომლებიც ავსტრალიელებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ავსტრალია თავისი წონისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით გაცილებით დიდ გავლენას ახდენს და ჩვენ შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ მსოფლიოზე. სწორედ ეს მინდა, რომ ავსტრალიამ გააკეთოს. ვფიქრობ, რომ ავსტრალიის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მივიღოთ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მრავალმხრივ ფორუმში,როგორსაც გაერო წარმოადგენს. საბჭოში ავსტრალიის ხმას მნიშვნელობა აქვს, რათა ს იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების ფორმირებაში მივიღოთ მონაწილეობა, რომლებიც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანას შეეხება“ - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონიო ალბანეზემ.

უშიშროების საბჭოში ავსტრალიას ბოლო ორწლიანი ვადა 2014 წელს ამოეწურა, უკვე დღეს საბჭოში მოხვედრა გლობალური საკითხების მნიშვნელობიდან და მათი გავლენიდან გამომდინარეობს თავად ავსტრალიაზე, სადაც ქვეყნის ხელმძრვანელობას სურს, მათი ხმა აქტიურად უნდა ისმოდეს. განსაკუთრებით ახლა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებისა და კლიმატური ცვლილებების სახით არსებული გამოწვევების ფონზე, რაც ამ ათწლეულის მთავარ საფრთხეებად სახელდება.

ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის 2 ადგილია ვაკანტური.

დაკავშირებული ამბები
ავსტრალიას გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვება სურს ავსტრიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა