კატეგორიები

მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებებს მომავალ კვირას დაიწყებს

მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებებს მომავალ კვირას დაიწყებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დეკლარაციას.

„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ”, – წერს მაია სანდუ პლატფორმა X-ზე.

მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა. ხოლო, კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ იმავე წლის ივნისში მოიპოვა. ბლოკში გაწევრიანების მოლაპარაკებებს მოლდოვის დელეგაცია მომავალ კვირას ლუქსემბურგში გახსნის.

Related news
მოლდოვაში უკრაინის საზღვართან ახლოს რუსული დრონი იპოვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მოლდოვის რესპუბლიკას ეწვია
სხვა ამბები