კატეგორიები

ბრიუსელი ევროკავშირში მოლდოვის შეუფერხებელი გაწევრიანების საფუძველს ამზადებს

ბრიუსელი ევროკავშირში მოლდოვის შეუფერხებელი გაწევრიანების საფუძველს ამზადებს
ევროკავშირი მოლდოვის ბლოკში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად საფუძველს ამზადებს, მას შემდეგ რაც კანდიდატმა ქვეყანამ,პარტნიორ უკრაინასთან ერთად უნგრეთის ვეტო დაძლია და გასულ კვირას ბლოკის წევრობისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა.

ევროკავშირსა და მოლდოვას შორის ბრიუსელში გამართულ რიგით მეორე სამიტზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში წევრობის არა ჯგუფური, არამედ ინდივიდუალური განხილვა შესაძლოა გარდაუვალიც გახდეს, რადგან ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა საბოლოოდ მაინც გაწევრების საკუთარ, ინდივიდუალურ პროცესზეა პასუხისმგებელი.

 

“მოლდოვაზე, მის ნებასა და შესაძლებლოებბზეა დამოკიდებული აუცილებელი რეფორმების გატარება. მე იოტისოდენა ეჭვიც კი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მას აბსოლიტურად შესწევს ძალა გააკეთოს ეს. ჩვენ უკვე ვნახეთ პროგრესი ბევრი მიმართულებით და როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, გავხსნით მოლაპარაკებების პროცესში არსებულ სხვა კლასტერებსაც“- აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი,ურსულა ფონ დერ ლაიენი.

უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინამ, საქართელომ და მოლდოვამ ერთდროულად შეიტანეს, ე.წ. ტრიოს ქვეყნებმა მალევე კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მიიღეს. ამ პროცესში მოგვიანებით უკრაინა და მოლდოვა არაოფიციალურად  წყვილში განიხილებოდნენ, თუმცა ერთ ჯგუფში ორი ქვეყნის მოხვედრა პრობლემატური გახდა, რადგა მომლოდინეთა სიაშია ქვეყანა, რომელიც საომარ მდგოპმარეობაში იმყოფება.

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს შეინარჩუნონ პარალელური პროცესი ორივე ქვეყნის გაწევრიანებისთვის ბლოკში, რადგან დედაქალაქები ევროინტეგრაცია მომავალში უსაფრთხოების გარანტიად განიხილავენ.ამ მხრივ მოლდოვას კვლავ დნესტრისპირეთის პრობლემასა და რუსულ გავლენებთან უწევს ბრძოლა.

„დღეს არსებული თანხვედრა იშვიათია. გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მკაფიო მანდატი, ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების იმპულსი და ევროპულ დედაქალაქებში არსებული აღიარება, რომ გაფართოება ევროკავშირის უსაფრთხოებაში საუკეთესო ინვესტიციაა. ასეთი შესაძლებლობის ფანჯრები იხსნება და შემდეგ იხურება. ჩვენი ფანჯარა ახლა ღიაა. ამიტომ ეს დროის წინააღმდეგ რბოლაა და ჩვენ მის მოგებას ვაპირებთ“- თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

ბრიუსელი ცდილობს გამორიცხოს იმგვარი მოცემულობა,როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების გამო დადებული ვეტომ უკრაინასთან ერთად, მოლდოვაც შეაფერხოს. რასაც უკვე ჰქონდა ადგილი. თავად მოლდოვასთან კი ბრიუსელის  მთავარი მოთხოვნა კანონის უზენაესობასა და ძირითად უფლებებზე მუშაობას ეხება. კიშინაუ დარწმუნებულია, რომ მისი დემოკრატიული გზა შეუქცევადი.

დაკავშირებული ამბები
ბრიუსელი ევროკავშირში მოლდოვის შეუფერხებელი გაწევრიანების საფუძველს ამზადებს მოლდოვაში უკრაინის საზღვართან ახლოს რუსული დრონი იპოვეს