მთავარიაზიაჩინეთიევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებით ტარიფს აწესებს

ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებით ტარიფს აწესებს

ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებით ტარიფებს აწესებს. დროებითი გადაწყვეტილება ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის ჩინეთის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ ჩატარებულ გამოძიებას მოჰყვა. ევროკომისიამ გამოძიება ოქტომბერში დაიწყო. მიზანი იმის დადგენა იყო, არის თუ არა ელექტრომობილების ფასები სუბსიდირების გზით ხელოვნურად შემცირებული, რათა ევროპელი ავტომწარმოებლები დაზიანდნენ.

ევროკომისიამ ჩინეთის ხელისუფლებას გამოძიების დასკვნის განხილვის, პრობლემის შესწავლისა და გადაჭრის შესაძლო გზების მოძებნის თხოვნით მიმართა. კომისიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ თუ ჩინეთის ხელისუფლებასთან დისკუსიას საკითხის ეფექტიანი გადაწყვეტა არ მოჰყვება, ახალი ტარიფები ძალაში 4 ივლისს შევა. 17-იდან 38%-ამდე ტარიფები ევროკავშირში არსებულ 10%-იან ტარიფს დაემატება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა ევროკავშირის გამოძიება „ტიპურ პროტექციონიზმად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტრო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ჩინური კომპანიების უფლებების დასაცავად ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ის კომპანიები, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, 21%-იანი ტარიფს დაექვემდებარებიან. ხოლო მათ, ვინც გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, 38%-იანი ტარიფი დაუწესდებათ.

ერთი თვის წინ ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფები ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც შეცვალა და 100%-ამდე გაზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend