კატეგორიები

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი იერუსალიმს ეწვია

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი იერუსალიმს ეწვია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს იერუსალიმში უმასპინძლა. ისრაელის ლიდერმა ფრანგ მინისტრს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ისრაელის მოქალაქეების სამედიცინო დახმარებისთვის.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მხარე ჯერ კიდევ ელის დასტურს, რომ “ჰამასის” მძევლებმა ნამდვილად ისარგებლეს ამ სამედიცინო დახმარებით.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა და ისრაელის პრემიერმა განიხილეს “ჰეზბოლასა” და ისრაელს შორის მიმდინარე დაპირისპირებაც.

ამავე დროს, ბრიუსელში მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინის სრულფასოვანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ გაკეთებული უარყოფითი განცხადების გამო.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა ტერორიზმში მსჯავრდებული პალესტინელების სიკვდილით დასჯა დააკანონა ირანმა თელ-ავივის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა
სხვა ამბები