კატეგორიები

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონში რკინიგზის სადგურის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონში რკინიგზის სადგურის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამხრეთში, ქალაქ ხერსონში, მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციისთვის ემზადებოდა. სწორედ ამ დროს მიიტანა რუსეთმა იერიში რკინიგზის სადგურზე. დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი თავს დაესხა საევაკუაციო მატარებელს. მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.  ამჟამად ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და დგინდება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების წარმომადგენლებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ ყირიმის დამპყრობლების წინააღმდეგ გასწიეს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მათ გაანადგურეს სამხედრო ხომალდი, რომლის ბორტზეც ირანული წარმოების „შაჰედის“ დრონები იყო განთავსებული.

გუშინ, 26 დეკემბერს, რუსეთმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათი ერთ-ერთი გემი კიევის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შემთხვევის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აცნობა.

დაკავშირებული ამბები
უკრაინელი ბავშვების გატაცებას „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ უწყობდნენ ხელს - ნათქვამია ახალ კვლევაში რუსული ძალების მიერ ხარკივზე მიტანილი იერიშის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სხვა ამბები