მთავარიევროპაავსტრია"განზრახ ხევენ მხოლოდ ისრაელის დროშებს" - ვენის ებრაული თემი

“განზრახ ხევენ მხოლოდ ისრაელის დროშებს” – ვენის ებრაული თემი

ევროკავშირი ებრაულ დაწესებულებებთან უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ანტისემიტური დანაშაულების რიცხვმა იმატა. ვენაში, სავარაუდოდ, რამდენიმე ავსტრიელმა ქალაქის ტაძრიდან ისრაელის დროშა ჩამოხია. ვრცელდება ინფორმაცია ებრაელებზე პირდაპირი თავდასხმის შესახებაც.

ბენჯამინ ნეგელე, ვენის ებრაული თემის გენერალური მდივანი:”ავიწროებენ ებრაელ მოსწავლეებს, ეუბნებიან, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მათი ხალხის ბრალია. ბულინგის მოტივი ანტისემიტურია. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დააზიანეს ადამიანების საკუთრება. მაგალითად, დაამსხვრიეს ებრაელი ყასბის მაღაზიის ფანჯარა. დამნაშავე გაიქცა და არაბულ ენაზე ყვიროდა. განზრახ ხევენ მხოლოდ ისრაელის დროშებს, და არა ავსტრიის. რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ყველაფერი მტკივნეულია ებრაული თემისთვის”.

ისრაელ-“ჰამასის” ომის დაწყების შემდეგ ავსტრიაში ანტისემიტური დანაშაული წინა წელთან შედარებით 300%-ით გაიზარდა. მსგავსი მდგომარეობაა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. გერმანიაში 240%-ით იმატა მსგავსმა შემთხვევებმა, გაერთიანებულ სამეფოში კი 320%-ით.

ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად ავსტრია ებრაული დაწესებულებების მახლობლად უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს მოიპოვოს ნებართვა, მეთვალყურეობა გაუწიოს შეტყობინების აპლიკაციებს, მათ შორის Whatsapp-ს, რათა თავიდან აიცილონ ტერორისტული თავდასხმები. თუმცა ამ მხრივ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ავსტრიის პოლიციას ყველაზე შეზღუდული უფლებები აქვს.

ამავდროულად, ორგანიზაციამ „პალესტინის სოლიდარობა-ავსტრია” ევრონიუსთან განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფო სიმბოლოების შებღალვას ანტისემიტურად არ მიიჩნევს და რომ ებრაული თემი დაცული უნდა იყოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend