მთავარიამერიკაარგენტინაარგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არჩევნების მეორე ტური ნოემბერში გაიმართება

არგენტინაში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ხმების 86 პროცენტი დათვლილია. პირველადი მონაცემების მიხედვით, არჩევნებში არგენტინის ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი, სერხიო მასა ლიდერობს. ხელისუფლების დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, ბევრისთვის მასას ლიდერობა მოულოდნელი იყო.

„მინდა მადლობა გადავუხადო 8 მილიონზე მეტ არგენტინელს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს. დღეს ჩვენი ქვეყანა რთულ, კომპლექსურ ვითარებაშია, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. პრობლემების მიუხედავად ამომრჩეველს სჯერა, რომ ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ, რომელიც შეძლებს 10 დეკემბრიდან არგენტინის პოლიტიკური ისტორიის ახალი ეტაპის მშენებლობა დაიწყოს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და პრეზიდენტის კანდიდატმა სერხიო მასამ.

წინასწარი მონაცემებით მასამ 36 პროცენტი დააგროვა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა ულტრა მემარჯვენე კანდიდატმა ხავიერ მილეიმ 30 პროცენტი. პირველ ტურში პრეზიდენტობისთვის საჭირო ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, შესაბამისად ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.

წინასაარჩევნო გამოკითხვებში, ძირითადად სწორედ მილეი ლიდერობდა, რომელიც სახელმწიფო სისტემის მასშტაბურ რეფორმას გეგმავს.

„არჩევანი, რომლის წინაშეც ვდგავართ ნათელია – ან შევცვლით ყველაფერს ან ძირს დავენარცხებით. ხმა უნდა მივცეთ მათ, ვინც სასტიკ კარანტინში გამოგვკეტა ან ჩვენ, ვინც თავისუფლებას ვითხოვთ; მათ ვინც პოპულიზმს იცავს, ან ჩვენ, ვინც რესპუბლიკას ვიცავთ. მათ, ვისაც სახელმწიფოს საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოყენება სურთ, ან ჩვენ, ვისაც გსურს, რომ პოლიტიკა არგენტინელებს ემსახუროს. მათ, ვინც პატიმრებს თავისუფლებს ან ჩვენ, ვისაც ვინდა დამნაშავეები გისოსების მიღმა ვიხილოთ. მათ, ვინც კუბისა და მსოფლიოს ყველა სისხლიანი დიქტატურის მოკავშირეა, ან ჩვენ, ვისაც თავისუფალ სამყაროსთან მეგობრობა გვსურს“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ხავიერ მილეიმ.

უაღრესად პოლარიზებულ არჩევნებში ამომრჩეველი გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ცენტრისტული მემარცხენე ხელისუფლება, თუ ჩაანაცვლებს მას მემარჯვენე ლიდერი, რომელიც ძირეულ ცვლილებებს აანონსებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კი ნოემბერში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend