მთავარიევროპასლოვაკეთისლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტია „სმერმა" გაიმარჯვა

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტია „სმერმა” გაიმარჯვა

ანალიტიკოსების აზრით,  რობერტ ფიცოს მთავრობას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკა

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მემარცხენე პარტია „სმერმა“ გაიმარჯვა.

სლოვაკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 99 პროცენტი. შედეგების მიხედვით, „სმერს“ 23 პროცენტი აქვს, ლიბერალურ პარტია „პროგრესულ სლოვაკეთს“ კი – 17 პროცენტი.

საარჩევნო კამპანიის დროს რობერტ ფიცომ პირობა დადო, რომ სლოვაკეთი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, არ გაუგზავნის საბრძოლო მასალას უკრაინას. ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სურვილი გამოთქვა.

,,სლოვაკეთს და სლოვაკებს უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ, ვიდრე უკრაინას. ამ მომენტში ეს შემიძლია ვთქვა. უკრაინაში არსებული ვითარება დიდი ტრაგედიაა ყველასთვის… ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ევროკავშირის ფარგლებში შეგვიძლია, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ, „პროგრესული სლოვაკეთის“ ყოფილმა წევრმა და ფიცოს დიდი ხნის პოლიტიკურმა კონკურენტმა კვირას განაცხადა, რომ მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები სხვა პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე.

ანალიტიკოსების აზრით,  რობერტ ფიცოს მთავრობას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკა და დაემსგავსოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend