მთავარიევროპასლოვენიაევროკავშირი სლოვენიას წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა

ევროკავშირი სლოვენიას წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა

ევროკავშირი სლოვენიას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს წყალდიდობით გამოწვეულ დამანგრეველ შედეგებს.  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვერტმფრენით მოინახულა წყალდიდობითა და მეწყრული პროცესებით დაზარალებული სლოვენიის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით,  ევროკავშირი სლოვენიის გვერდით იდგა პირველივე დღიდან და ეხმარებოდა საჭირო მასალით: მობილური ხიდებით, ექსკავატორებით, ვერტმფრენებითა და  ტექნიკური ჯგუფებით. მან ასევე სლოვენიის მთავრობას აღუთქვა, რომ  ევროკავშირი გააგრძელებს დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.

სლოვენიაში უხვ ნალექს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს  30 წლის განმავლობაში, რაც  ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება იყო. სლოვენიის მთავრობა ვარაუდობს, რომ მიყენებული ზარალი 500 მილიონ ევროზე მეტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend