კატეგორიები

ქალაქ კუპიანსკთან ახლოს უკრაინული ძალები თავდაცვაზე გადავიდნენ

ქალაქ კუპიანსკთან ახლოს უკრაინული ძალები თავდაცვაზე გადავიდნენ

უკრაინაში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ქალაქ კუპიანსკთან ახლოს უკრაინული ძალები თავდაცვაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ავრცელებს. რაც შეეხება ბახმუტს, უკრაინელები ნელი ტემპით,  თუმცა მაინც წინ მიიწევენ.

რუსული ძალების მიერ საცხოვრებელი სახლებისა და სკოლების დაბომბვის ფონზე იაპონიამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას ურყევი მხარდაჭერა.

ინდეოთში გამართულ დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანასთა მინისტრების შეხვედრაზე იაპონიის ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსული აქტივები, რომლებიც დიდი შვიდეულის მეთვალყურეობის ქვეშაა, მანამ არ გადაეცემა რუსეთს, სანამ უკრაინას ზარალს არ აუნაზღაურებს.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს,  რომლებშიც ჩანს, როგორ მიაქვთ იერიში რუს სამხედროებს უკრაინელთა პოზიციებზე. ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ  უკრაინელთა კონტრშეტევა და რუსული პოზიციების გარღვევის მცდელობა  წარუმატებელია.

დაკავშირებული ამბები
ბუჩის გათავისუფლებიდან ოთხი წელი გავიდა უკრაინელი ბავშვების გატაცებას „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ უწყობდნენ ხელს - ნათქვამია ახალ კვლევაში
სხვა ამბები